ემიგრანტის წერილი: „ვზივარ მოსაცდელ დარბაზში, ბევრი ბადანტედქცეული ჩვენებურია“

„პფაიზერის პირველი დოზა გავიკეთე, 15 წუთი ფეხი არ მოიცალოთ „სინიორაო“. ვზივარ მოსაცდელ დარბაზში, ბევრი ბადანტედქცეული ჩვენებურია... უცებ თვალი მოვატანე კარალიოკს, ორი ცალი უყიდია ვიღაცას... ჰოდა, ვიდრე პფაიზერი ჩემს ორგანიზმში მოგზაურობს, მოგონებებში გადავარდი. - წერს სოციალურ ქსელში იტალიაში მყოფი ემიგრანტი ლელა თოლორდავა.
„ჩემს წითელხევში, (ბაღდათის რაიონი) ჩემს სამყაროს ცენტრში, დაბლა ვენახში (ასე ვეძახდით ადგილს, სადაც ვენახი იყო გაშენებული) განაპირად იდგა კარალიოკის ლამაზი ხე. იაპონურ კარალიოკს ვეძახდით.
ვიდრე რთველი არ დადგებოდა, მისი მსხმოიარება თვალშისაცემი არ იყო, მაგრამ რთველზე შეითვალებოდა და მწვანე პრიალა ფოთლებიდან იჭყიტებოდა მოყვითალო კარალიოკები. მაღალზე ჰქონდა ტოტები და აუხტომლად ვერ ვწვდებოდით, თუმცა ამაში იყო ეშხი, ტოტზე ყველაზე ლამაზ კარალიოკს დავადგამდი თვალს, სურვილს ჩავიფიქრებდი, თავს მოვიკლავდი ხტუნვით და მაინც მოვწყვეტდი.
ხტუნვისგან გასავათებული იქვე ვაზის ძირში დავჯდებოდი და გემრიელად ჩავახრაშუნებდი. დედა გამაფრთხილებდა, კბილებს მოგკვეთს მკვახე კარალიოკიო, მაგრამ ვინ დაიშლიდა. რთველი რომ მიილეოდა, მოსავალი დაბინავდებოდა და ჭურისთავზე მაჭრის გამაბრუებელ სურნელს კოღოების ჯარი დაეხვეოდა, ე, ზუსტად იმ დროს ცეცხლივით აინთებოდა ჩვენი კარალიოკის ხე. იმ არემარეზე მხოლოდ ის კაშკაშებდა ცეცხლის ფერებით.
ვენახში ნაძებარას (ვაზზე შერჩენილი ყურძნის მტევანი) მოსაძებნად შესეული მეზობლის ბავშვებიც გაკრავდნენ კბილს, მაგრამ დედა არასდროს იტყოდა საყვედურს.
მერე, დადგებოდა კარალიოკობის დღე. შევესეოდით სამად დატოტვილ კარალიოკის ხეს. თქვენი მონა-მორჩილი სულ კენწეროში მოექცეოდა, ყველაზე დიდრონი და ჩაშარბათებული კარალიოკები იქ ესხა ხოლმე. რკინის სათლში ფაქიზად ვაწყობდი ვეებერთელა კარალიოკებს, რომ არ დაბეჟილიყო. მერე, სავსე სათლს თოკით ფრთხილად ჩამოვუშვებდი და დედა ტომარაში ჩაყრიდა. ორ-სამ სათლზე მეტს ვერ ზიდავდნენ ჩემი ძმები, ტყვიასავეთ იყო.
სახლის მეორე სართულზე გაუტიხრავ „ზალაში“ იატაკზე დავაფენდით დიდ ცელოფნებს და სათითაოდ დავაწყობდით, ზომის მიხედვით. წესით ნაკლები ხარისხიდან უნდა დაგვეწყო ჭამა (დედას დადგენილი წესი იყო, საუკეთესოები სტუმრისთვის უნდა შეგვენახა), მაგრამ ამ წესს არ ემორჩილებოდა ჩემი უმცროსი ძმა, ზაზა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევდა. ყველაფერში ასე იყო, ნებისმიერ ხილს ზედმეტი ერთი წერტილიც რომ ჰქონოდა, არ შეჭამდა. ჰოდა, ეს ხასიათი კი გადაუვიდა წუნიაობაში და 46 წლის სასიძო გახლავთ. ბერბიჭა შეგნებულად არ დავწერე, მომკლავდა რომ წაიკითხავდა პრინციპში ვერ მომწვდება მოსკოვშია, 15 წელი არ უნახავს დედას.
მეოთხე წელია მეც არ ვუნახავვარ დედას...
კარალიოკის პატრონი წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. - „მილე გრაციე“ (დიდი მადლობა) გადავუხადე გულში, ბავშვობაში რომ დამაბრუნა და კარალიოკის ხეზე შემომასკუპა.
გარს პფაიზერთან დამეგობრებული პაციენტები მახვევია. ამდენი ხალხი ერთმა თვალითუხილავმა არსებამ გაგვაერთიანა. არ მინდა კორონაზე ფიქრი, უკეთესი საფიქრალი გამომიჩნდა. ჰოდა, ვზივარ, ახლა და ჩემს სოფელში, დაბლა ვენახში განაპირად მდგარ კარალიოკის ლამაზ ხეზე ვფიქრობ. იაპონურ კარალიოკს რომ ვეძახდით.
P.S. რას ვიფიქრებდი იმ დროს, კარალიოკის ხის კენწეროზე წამოსკუპებული პატარა გოგო, რომ ამ ამბავს 2021 წლის 4 ნოემბერს იტალიაში, საველე ჰოსპიტალში კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების დროს თუ გავიხსენებდი?!“ - წერს ლელა თოლორდავა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ მოხუცმა მამაკაცმა საკუთარი “ბადანტეს” გაუპატიურება სცადა
⭕ იტალიაში Green pass-ის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ემიგრანტს, პატიმრობა მიუსაჯეს
1740809203
ახალი ამბები„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი
„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...
1740774385
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...
1740773270
მსოფლიომარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...
1740773148
მსოფლიოთეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...
1740772308
მსოფლიოზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...