„მინდა, იმ უცნაურმა გოგომ მკითხოს, მეც ომახიანად ვუპასუხებ #დემნაგვასალიას სამშობლოდან ვარ“ - ემიგრანტის წერილი

იტალიაში მყოფი ემიგრანტის, ლელა თოლორდავას წერილები მკითხველის დიდ მოწონებას იმსახურებს. ემიგრანტი ქალბატონი, თავისი ყოველდღიურობის შესახებ ხშირად წერს და თანამემამულეებს საკუთარი ემოციებისა და განცდების შესახებ მოუთხრობს. 

„ასი თვალი და ასი ყური მაბია. დღეს ავტობუსში ტელეფონით პირდაპირი ეთერი ჩავრთე, ძალიან მინდოდა თქვენთვის მუდმივი მგზავრების ჩვენება, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ვიდეოში გამოვაჩენდი და ვერც ფოტოს გადავიღებდი, კანონი კრძალავს ამგვარ ქმედებას და მე ვცდილობ, არ გავიდე კანონის ჩარჩოდან. გული რომ არ დავიწყვიტო, მათ პროტესტს სიტყვებით დაგიხატავთ.

ავტობუსით „პონტედერადან“ სოფელში რომ ვბრუნდები 14:30 წუთზე, თითქმის ყოველთვის სკოლის მოსწავლეები მემგზავრებიან.
ყველა ბავშვი დაზეპირებული მყავს, პატარა სუსტი ბიჭიდან დაწყებული ტყუპი დებით დამთავრებული, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, ვარცხნილობაც იდენტური აქვთ და ჩაცმულობაც.
ფერადკანიანი ბუთქუნა ბიჭი სულ მესალმება, ისეთი საყვარელი და ყურადღებიანია. თმები სანახევროდ შეუღებავს, ჟანგისფრად. მასთან ერთად იტალიელი ბიჭი დგას, ან ზის, სულ გვერდიგვერდ ვხედავ, არ გამოვრიცხავ თანაკლასელები იყვნენ. კარგი მეგობრები, რაღაც კომპიუტერულ თამაშს ეთამაშებიან ერთმანეთს. ფრჩხილებზე შავი ლაქი რომ წაუსვია და ცალ ყურზე საყურე აქვს, ის ხუჭუჭა ბიჭი ყველასგან განცალკევებით დგას, ხმას არასდროს იღებს, ავტობუსშიც წინა მხარეს ჯდება. ჩვენს სოფლამდე, „ტრეჯაიაში“ ჩამოდის, სპეციალურად მისთვის მაღალ მთაზე ადის ავტობუსი, სხვა დროს ცენტრალურ გზაზე აჩერებს.
კიდევ ერთი გოგოა, შეყვარებული აცილებს, ჩანთას შემოატანინებს ხოლმე, მერე ჩაეხუტება, აკოცებს და ჩავა. კიდევ, არავინ გამომრჩეს.

მგონი, ყველა გავიხსენე, იმ ორი მოდური გოგოს გარდა, რომლებიც დღეს რატომღაც არ გამოჰყვნენ ავტობუსს.
ერთი უნაკლოდ ლამაზია, საშუალოზე მაღალი, გამხდარი, გრძელი ხვეული წაბლისფერი თმებით, ალაგ-ალაგ ქერათ გაღიავებული. დიდრონი თაფლისფერი თვალებით და მუქი წარბებით. წარბებს შორის ორი მკრთალი ხაზი გაუკეთებია, ისეთივე ხაზები ცალ ღაწვზე. თვალები ლამაზად დახატული, მართლა დახატული, ხან ვერცხლისფერ ვარსკვლავებს იხატავს, ხანაც ვარდისფერ გულებს თვალის უპეებზე. ტუჩსაცხი ყოველთვის ვარდისფერი აქვს. ტუჩთან ხალი, მგონი ხელოვნური. კბილები ჩაკიწკიწებული. ულამაზესი ღიმილის პატრონია. ყურზე ორი-სამი საყურე, ერთი ჯინჯილა, დანარჩენები პატარები. ლამაზ ცხვირზე წერტილის ტოლა ბრჭყვიალა თვალი უკეთია. ყელზე იცის ხოლმე შავ ლენტზე დაკიდებული სხვადასხვა ფორმის „კულონების“ დაბნევა. ძალიან ნაზი და გოგოშკურია. შარვალი არ დამინახავს მის ტანზე, ყოველთვის მუხლამდე ქვედაბოლოებს ატარებს, ფრიალა, მსუბუქ, ჰაეროვან ტულის ან შიფონის კაბებს.

მეორე მაღალია, ქერა , უცნაურად ჩაცმული, #დემნაგვასალიას სტილში. ნაქსოვი ჟაკეტი საგანგებოდ დაჭრილი და ძაფები მიწამდე ფორთხიალობს. მაღალ ფლატფორმებზე რეზინის ბოტები მიუწებებია, სამი ან ოთხი ქვედაბოლო ერთად აცვია ხოლმე. ხელებზე თითებგამოჭრილი ხელთათმანები, ბეჭდები ფერადი მავთულების, სავარაუდოდ თავის ხელით გაკეთებული. კისერზეც იგივე მავთულებისგან გაკეთებული უზარმაზარი ჯვარი, გული და ვარსკვლავი. ყურებზეც მსგავსი საყურეები აუსხამს. თვალ-წარბი ჩაუშავებია და ცისფერ თვალებს ზომაზე მეტად აბრიალებს. პანტერას მზერა აქვს. ხელჩანთად დიდი ბაზრის ბრეზენტის ჩანთა გადაუქცევია. რაღაცნაირია, არაამქვეყნიური. როცა კი გამოჩნდება, ყველას მზერას იპყრობს, კომპიუტერულ თამაშებში გადავარდნილი ბიჭებიც კი მობილურს ჯიბეში იდებენ და მას უყურებენ. ფერადკანიანი რაღაცას უჩურვულებს მეგობარს, ისიც პასუხს ჩურჩულით უბრუნებს.

ხანდახან მაროკოელი ქალი გვემგზავრება, ჩვილი ბავშვი ახლავს, რომელიც უცნაური გოგონას დანახვაზე ტირის.
დღეს გაუმართლა მაროკოელ ბიჭს, მისი შიშის ობიექტი არ ამოვიდა ავტობუსში. დედასაც გაუმართლა, არ მოუწია შვილის დასამშვიდებლად საკინძეს გახსნა და მომალულად ძუძუს ჭმევა.
ის ბიჭი კინაღამ დამავიწყდა, მუსიკას ხმამაღლა რომ უსმენს და შენიშვნას არავინ აძლევს. დღეს ჩუმად ემესიჯებოდა ვიღაცას.

და ბოლოს, უკლებლივ ყველას აინტერესებს რა ენაზე საუბრობს თქვენი მონა-მორჩილი, მაგრამ ჯერჯერობით კითხვას ვერავინ მიბედავს, ისე კი მინდა, იმ უცნაურმა გოგომ მკითხოს, მეც ომახიანად ვუპასუხებ #დემნაგვასალიას სამშობლოდან ვარ და მშობლიურ ენაზე ქართულად ვსაუბრობთქო...
მისი თვალების ბრიალი, მერე, ნახეთ თქვენ.“ - წერს ლელა თოლორდავა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ემიგრანტის წერილი: „ვზივარ მოსაცდელ დარბაზში, ბევრი ბადანტედქცეული ჩვენებურია“

„მერე მოვიდნენ გამყიდველი ქართველები და როგორი სულგაყიდული საქმე ჰქნეს იცით?!“ - სოლომონ ნერაგძე

ემიგრანტის გაცრეცილი ფოტოს ისტორია, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო

1740773148

მსოფლიო

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

 თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...

ზოგადი

1740772308

მსოფლიო

ზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...

სსს