„ემიგრანტი დედების და ბებიების მიერ გამომუშავებული ფულის დიდი ნაწილია ამ მილიარდ დოლარში“ - სოლომონ ნერგაძე

„კაზინოების შესახებ კანონი მოსაწონია. მილიარდი დოლარი გადიოდაო ყოველ წელს საქართველოდან საზღვარგარეთ.“ - წერს იტალიაში მოღვაწე ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტის, პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე. 

საქართველოს მთავრობა ონლაინ კაზინოების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების შეტანას გეგმავს, რომლის თანახმად ონლაინკაზინოებს გადასახადი უნდა გაეზარდოს და აიკრძალოს რეკლამა.

პროფესორი სოლომონ ნერგაძე, კაზინოების რეგულირების საკითხს, იტალიიდან ეხმაურება და მკითხველს, საკუთარ მოსაზრებას უზიარებს. 

„ეს მილიარდი დოლარი, ძვირფასო მეგობრებო, ქალბატონებო, ბატონებო და თანამემამულეებო, იცით, რომ სუფთა მოგებაა?! იცით, რომ ჩვენი მოსახლეობის იმ გონებადაბინდული მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული, ამოგლეჯილი ფულია?!... იცით, წელიწადში საზღვარგარეთ გაგზავნილ მილიარდ დოლარს რამდენი სიკვდილი ახლავს? რამდენ გამწარებულ ოჯახს ნიშნავს იცით?!... ძალიან მტკივა ამის აღიარება, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ უთქმელობაც რომ არ ვარგა - ემიგრანტი დედების და ბებიების მიერ გამომუშავებული ფულის დიდი ნაწილია ამ მილიარდ დოლარში, საზღვარგარეთ რომ ვუგზავნით ჩვენზე უფრო ჭკვიან, ჩვენზე უფრო smart ბატონებს...

კაზინოების ქალაქში განლაგება რომელიღაც ეშმაკეულების, ფულისთვის სულის გამყიდველების გონებაში ჩაისახა. შემდეგ კი, გონებაჩლუნგების მიერ დამტკიცდა და გვაქვს ის რაც გვაქვს. კაზინოები გინდათ? ააშენეთ ქალაქისგან მოშორებით - სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მიდის. საქართველოს მოქალაქეებს 25 წლამდე აუკრძალეთ შესვლა. ერთი გირჩების და ნარკომანების დედაც, ჯეკ! რაც უნდა ის თქვან... გაიტანეთ კაზინოები შორს. შეჰქმენით, თუ გინდათ კაზინოს ქალაქი შავი ზღვის ნაპირას. ცალკე შეჰქმენით. იარონ უცხოელებმა... მოგება კი ქვეყანას დარჩეს...

ერთი მილიარდი დოლარი წელიწადში - ხვდებით რამხელა ფულია?!... ამ ფულით წელიწადში ასი ათ მილიონ დოლარიანი წარმოების შემოტანა შეგვიძლია, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება. ასჯერ ასეული კი ათი ათასეულია... გაიტანეთ კაზინოები ქალაქებიდან...

P.S. შვეიცარიაში ჩვენს მეგობარ ოჯახს, კეთილ და ლამაზ ხალხს ვესტუმრეთ - პაატა პატარაიას ოჯახს ლუგანოში. ლუგანოს ულამაზესი ტბის ნაპირას გაგასეირნებთო. ვხედავთ წარწერას - "კამპიონე დ-იტალია" (იტალიის ჩემპიონი). აგვიხსნა პაატამ - ესაა იტალიის ანკლავი შვეიცარიაში. ორი ათასამდე მუდმივი და რამდენიმე ათასი დროებითი მცხოვრებია. არის ევროპაში სიდიდით მეორე კაზინო. კაზინო უხდის ამ პატარა ქალაქუკას მცხოვრებლებს, თუ არ ვცდები, ყველანაირ გადასახადებს. მათ შორის გაზს და ელექტრონსაც - მთლიანად თუ არა ნაწილობრივ. ადგილობრივები არიან დასაქმებულები. კაზინო კი, უნდა აღვნიშნო, გარედან ნამდვილად უზარმაზარია (შიგნით შესვლის არც სურვილი და არც სახსრები არ მქონია). ზედმეტი მგონია იმის თქმა, რომ კაზინო იბეგრება მთელი სიმძიმით - ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შემოსავლის მეტი წილი სახელმწიფოს ყულაბაში რომ მიდის, დარწმუნებული ვარ. ჩვენ კი ერთ მილიარდ დოლარს ვატანთ წყალს...“ - წერს სოლომონ ნერგაძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “ღმერთო, რა გაგვაჩინე ეს უტვინო ერი?! მთელი ერის ჭკუა-გონება მხოლოდ ათიოდე პროცენტს და დანარჩენს ნული?!“

📌 „რაც გინდათ იყვირეთ, ჩემო ბიძია, თუ გინდათ დამარტყით, ოღონდ ამოუშვით, ოღონდ გული ნუ გაგისკდებათ“ 

📌 გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი

1741064913

ახალი ამბები

„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი

„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...

ლევან მაჭავარიანი

1741030218

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...

მოძრაობა

1741028211

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...

ილონ მასკი