ემიგრანტის გზამკვლევი: ზოგადი ინფორმაცია იტალიაში ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი მოქალაქის მდგომარეობაზე

მესამე ქვეყნიდან შემოსულ უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის მარეგულირებელმა ძირითადმა კანონმა, რომელიც ცნობილია „ბოსი-ფინის კანონის“ სახელწოდებით (N.189/2002) და ერთიანი საკანონმდებლო აქტია იმიგრაციის შესახებ (საკანონმდებლო განკარგულება N.286/1998), მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
ეს აქტი, მე-2-ე მუხლის საფუძველზე, აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, არალეგალურად მცხოვრები უცხოელებისაც. კერძოდ: უკანონოდ შემოსული/შემოყვანილი არასრულწლოვანი უცხოელი არ ექვემდებარება გაძევებას ან უკან გაბრუნებას, მაგრამ, ამავდროულად, ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მათ შესახებ არასრულწლოვანთა უფლებამოსილ სასამართლოს; კანონი ასევე არ ითვალისწინებს ორსული და ბოლო 6 თვის განმავლობაში ნამშობიარები ქალების გაძევებას ან უკან გაბრუნებას და მათ უფლება აქვთ, მიიღონ ბინადრობის ნებართვა. აქტი ეხება წამების მსხვერპლთა და ავადმყოფთა დახმარების/მომსახურების სპეციალურ პირობებსაც.

შემდეგი სახის ცვლილებები იქნა შეტანილი განკარგულებით N.133/2018 (სალვინის განკარგულება ან „უსაფრთხოება და იმიგრაცია“ განკარგულება) რის მიხედვითაც შეიქმნა კანონი N.132/18, შემოღებულ იქნა წინა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ იტალიის ტერიტორიაზე რეგულარულად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადრე აღიარებულ ზოგიერთ უფლებაზე. პირველი უმთავრესი ცვლილებაა პირველი მუხლი, რომელიც აუქმებს ბინადრობის ნებართვას ჰუმანიტარული მოტივით. ასევე შემოვიდა ბინადრობის ნებართვის ახალი ტიპები (ან შეიცვალა), რომელსაც დამუკიდებლად გასცემს პოლიციის
კომისარი საკუთარი ინიციატივით (ან სასამართლო ხელისუფლების შეთავაზებით ან შინაგან საქმეთა მინისტრის ნებართვით), ტერიტორიული თავშესაფრის კომისიის მოთხოვნით. იხილეთ ქვემოთ.

არალეგალური იმიგრაცია, რასაც შეიძლება ეწოდოს ფარული ან უკანონო იმიგრაციაც, არის უცხოელ მოქალაქეთა შემოსვლა/ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე ამავე ქვეყნის საიმიგრაციო კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, ანუ ქვეყანაში შესვლა წინასწარი ნებართვის გარეშე.

არალეგალად მიიჩნევა უცხოელი მოქალაქე, თუ იტალიაში შესულია სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უვიზოდ, ან საიდენტიფიკაციო (პირადობის დამადასტურებელი) დოკუმენტების გარეშე, ანდა აქვს ქვეყანაში შესვლის უფლებამოსილება, მაგრამ შემდგომში ვერ მოითხოვს და ვერ მიიღებს ბინადრობის ნებართვას.

უცხოელი, რომელსაც არ გააჩნია ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისთვის აუცილებელი რეკვიზიტები (ან აქვს ვადაგასული და განუახლებელი ბინადრობის ნებართვა), ითვლება უკანონოდ მყოფად.

შეიძლება ადამიანი უკანონოდ შემოვიდეს ქვეყანაში, სასაზღვრო კონტროლზე პირადი მონაცემების წარდგენის გარეშე, მაგრამ შემდგომ გამოასწოროს თავისი პოზიცია “ამნისტიების” ან “რეგულაციების” მეშვეობით, ან პირიქით, ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს კანონიერი გზით, მაგრამ ნებადართულ ვადაზე მეტხანს დარჩენის გამო, მისი ყოფნა გახდეს უკანონო (overstaying) და დადგეს გაძევების რისკის წინაშე.

ე.წ. ,,ეკონომიკურ მიგრანტთა’’ სამუშაო მიზნით შემოსვლა რეგულირდება კვოტების სისტემით. კანონი ითვალისწინებს, რომ ყოველ წელს სპეციალური დადგენილებით განისაზღვროს მესამე ქვეყნიდან შემოსასვლელ უცხოელთა რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ სუბორდინაციული (subordinato), სეზონური და თვითდასაქმებითი (autonomo) სამუშაოს შესრულების უფლება. ეს სისტემა ძირითადად ემყარება პრინციპს ,,შორიდან/გარედან მოყვანა’’, ანუ დამსაქმებელი იტალიის ტერიტორიაზე იმყოფება, დასასაქმებელი კი - თავის ქვეყანაში. საკმაოდ
კომპლექსური პროცედურის გავლის შემდეგ, თუკი დამსაქმებლის განაცხადი მიიღება, ქვეყანაში შემოსვლისთვის გაცემული ავტორიზაცია ეგზავნება უცხოელის ქვეყანაში მოქმედ იტალიის საკონსულოს, სადაც ეს მოქალაქე მიიღებს სამუშაო ვიზას. თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ დადგენილებით განსაზღვრული ყოველწლიური კვოტები უკვე იტალიაში მყოფი პირების ლეგალურად გაფორმებას ხმარდება: მათი დამსაქმებლები განაცხადს ისე წარადგენენ, თითქოს 13 ეს პირები ჯერ ისევ თავის სამშობლოში იმყოფებოდნენ. შემოსასვლელი ვიზის არქონისას, ასევე,
თუ არ არის შეტანილი განაცხადი თავშესაფრის, საერთაშორისო დაცვის ან ჰუმანიტარული დაცვის მოთხოვნით, იმიგრაციის ერთიანი საკანონმდებლო აქტის ყოფილი 5-sexies მუხლის თანახმად, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი მესამე ქვეყნიდან შემოსული უცხოელი მოქალაქის უკანონო იმიგრაციაზე - დანაშაულზე, რომელიც ისჯება 5,000-დან 10,000 ევრომდე ფულადი ჯარიმით და, მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გაძევებით (მოსამართლე იღებს ინფორმაციას უცხოელი მოქალაქის გაძევების ან უკან გაბრუნების აღსრულებაზე მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად და გამოაქვს განაჩენი დანაშაულის ჩადენის გამო).

თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში გადაწყვეტილება უკანონო იმიგრაციის დანაშაულის შესახებ შეჩერებულია. გაძევების შემთხვევაში, უცხოელ მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლა 10 წლით ეკრძალება.

თუ გაძევებული უცხოელი მოქალაქე კვლავ შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე, ის ჩადის დანაშაულს, რომელიც ისჯება 1-და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით (საკანონმდებლო დადგენილება N.286/1998, მუხლი 13, პუნქტი 13).

შენიშვნა: 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) დაადგინა ქვეყნის (იტალიის) კანონმდებლობის შეუსაბამობა თანამეგობრობის კანონმდებლობასთან, კერძოდ, იმ ნაწილში, სადაც უკანონოდ მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაზე გაცემული ბრძანების შეუსრულებლობისთვის, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა.

აქედან გამომდინარე, N.286/1998 საკანონმდებლო დადგენილების მე-14 მუხლის 5-ter და 5-quarter პუნქტების დარღვევა აღარ ითვალისწინებს არანაირი საჯარიმო სანქციის გამოყენებას - ხსენებული გადაწყვეტილებით, დე ფაქტო უქმდება ამ პუნქტებით განსაზღვრული საჯარიმო
სანქციები.

აქვე ვაზუსტებთ, რომ N.286/1998 საკანონმდებლო დადგენილების მე-13 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი ძალაში რჩება, ვინაიდან ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ შეხებია.

თუ უცხოელ მოქალაქეს განესაზღვრა გაძევება ან უკან გაბრუნება/შემოსვლაზე უარი, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს უცხოელის საზღვრამდე მიყვანით. როცა ეს ვერ ხერხდება, სასამართლო ორგანოების წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ასეთ სუბიექტს ათავსებენ ე.წ. CPR-ში (რეპატრიაციის მუდმივი ცენტრები). ეს ვადა შეიძლება 12(18 თვე) თვემდე გაგრძელდეს თავშესაფრის იმ მაძიებელთათვის, რომლებიც ,,რისკებს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებსა და წესრიგს’’, ან რომელთა მხრიდანაც ,,არსებობს გაქცევის რისკი“. ამ პერიოდში ემიგრანტს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი, თუნდაც სახაზინო წესით დანიშნული, და შეეძლოს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან.

N.132/18 კანონით შესაძლებელი ხდება, უცხოელი დაელოდოს საზღვარზე დაუყოვნებლივი თანმხლები პროცედურის განსაზღვრას, აგრეთვე CPR-სგან განსხვავებულ სტრუქტურებში, რომელიც ეკუთვნის “საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოებს.“

იგივე მაგისტრატი მოსამართლე, პოლიციის კომისრის მოთხოვნით, გასცემს განკარგულებას დამტკიცდეს ბრძანება რომლის მიხედვითაც ჩაინიშნება სასამრთლო მოსმენა. თუ სასამართლო მოსმენის შემდეგაც CPR– ში დაკავების შეუძლებლობის პირობები კვლავ რჩება, მოსამართლეს შეუძლია უფლება მისცეს შესაბამის სასაზღვრო უწყებაში ყოფნის, გაძევებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე და ნებისმიერ შემთხვევაში არა უგვიანეს ორმოცდათვრამეტი საათისა სასამართლო დამადასტურებელი მოსმენის შემდეგ.

გაძევებასა და უკან გაბრუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს იმ ტერიტორიის პრეფექტი და პოლიციის კომისარი, სადაც გამოვლინდა უკანონო ემიგრაციის ფაქტი, კონსტიტუციის მე-13 მუხლის შესაბამისად. პოლიციის მიერ უცხოელის დაკავების ფაქტი 48 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, დაკავების აქტი მომდევნო 48 საათში გააფორმოს.

თუ გაძევება არ განხორციელდა, უცხოელ მოქალაქეს ეგზავნება განკარგულება 5 დღის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ. მისი შეუსრულებლობა „გამამართლებელი მიზეზების“ გარეშე ისჯება 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და სავალდებულო დაკავებით, პირდაპირი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. რამდენიმე ხნის წინათ საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუკი
არსებობს საბუთებისა და სათანადო საშუალებათა არქონის გამამართლებელი საფუძვლიანი
მიზეზი, დანაშაული აღარ განიხილება.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ 2018 წლის 1 დეკემბერის, კანონი N.132-ის მე -5 მუხლით, რომელიც მე -13 მუხლის მე -14 bis პუნქტის ადაპტაციაა, ახლა შეიცავს კანონი N.1987/2006- ის რეგულაციას, რომელიც განმარტავს, რომ “გაძევება მოიცავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის აკრძალვას, აგრეთვე იმ არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებზეც შენგენის შენაძენი ( l’aquis di Schengen ) მოქმედებს.” ვისაც სურს თავშესაფრის ან სხვაგვარი საერთაშორისო დაცვის მიღება, შეუძლია შესაბამისი
განაცხადის გაგზავნა და ფორმა C3-ის შევსება. საერთაშორისო დაცვის მიღებაზე შედგენილი ყველა განაცხადი უმოკლეს ვადაში ეგზავნება უფლებამოსილ ადგილობრივ კომისიას.

წყარო: მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “ახალი პაპის” ქართველი მცველი - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა მჭედლიძესთან

📌 ქართველ ემიგრანტს ოცნების ასრულებაში ჯან იამანი დაეხმარა - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაურა სამხარაძესთან

📌 ვინ არის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილი ქართველი ემიგრანტი?!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1734771324

ჰოროსკოპი

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან - „განსაკუთრებით კარგი იქნება მათთვის, ვისაც უნდა კარიერული ზრდა, სულიერი და პიროვნული განვითარება“

„ვაქვეყნებ ჩემს სტატიას 2025 წლის (ჩინური კალენდრით) მფარველ ტოტემაზე გველზე. სტატიის პირველი ნაწილი არის მისი შეცნობისთვის, როგორც მითოლოგიური ტოტემის, (რომ გავაანალიზოთ მისი მახასიათებლები როგორც და...

მწვანე ხის გველი

1734767776

საზოგადოება

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უქმეებზე?

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 21 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:  გაგრა 15° -  უმეტესად მზიანი სოხუმი 14° - უმეტესა...

ამინდი

1734764120

საზოგადოება

21 დეკემბერს სტალინი დაიბადა

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ჯუღაშვილი 1878 წელს, ქალაქ გორში დაიბადა.  ქართველი და საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს...

ბესარიონ

1734760568

მსოფლიო

გერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...

საახალწლო ბაზრობაზე

1734725129

ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზია...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი