“ახალი პაპის” ქართველი მცველი - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა მჭედლიძესთან

“ბერლუსკონის ცხოვრება”, “ახალგაზრდა პაპი”, “საუკეთესო წლები” - ეს იმ ფილმებისა და სერიალების ჩამონათვალია, სადაც რომში მოღვაწე ქართველი მწვრთნელი, ზურა მჭედლიძე  გადაიღეს.

ალბათ ცოტას, თუ ჰქონდა შესაძლებლობა, ჰოლივუდში საკმაოდ წარმატებული და ცნობილი იტალიელის, პაულო სორენტინოს რეჟისორობით, ფილმში, თუნდაც, ეპიზოდური როლი მიეღო.

40 წლის მწვრთნელმა ქვეყნიდან წასვლისა და იტალიის საფეხბურთო სივრცეში მოხვედრის გადაწყვეტილება 31 წლის ასაკში მიიღო. ზურა მჭედლიძე ExclusiveTV-ს უყვება, რომ საქართველოდან ყველაფერს მარტივად ხედავდა და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მისი ოცნებისთვის რთული და დაბრკოლებებით სავსე გზის გავლა მოუწევდა, თუმცა, შედეგმა არ დააყოვნა და დღეს, რომში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული მწვრთნელია. მისი საფეხბურთო, თუ სამსახიობო მიღწევების გამო, მას იტალიელი კოლეგები “გრანდე ზურათი” (დიდი ზურა) მიმართავენ.

სამსახიობო გზა

- ვარჯიშისთვის ვამზადებდი მოედანს, რა დროსაც მენეჯერმა დამიძახა და მითხრა, რომ ჩემთვის ფოტოს გადაღება უნდოდათ. რასაკვირველია, თავიდან ვერ მივხვდი მიზეზს და ცოტა არასერიოზულად მივუდექი საკითხს, მაგრამ შემდეგ, ამიხსნეს რასთან შეიძლებოდა მქონოდა საქმე და დავთანხმდი. ცნობილ რეჟისორს, პაულო სორენტინოს სჭირდებოდა ჩემი ფოტო, უნდა შერჩეულიყო მსახიობი რომის პაპის დაცვის უფროსის როლზე. საბოლოოდ, მე შემარჩიეს ამ როლისთვის და ცნობილ მსახიობებთან, ჯუდ ლოუსთან და ჯონ მალკოვიჩთან ერთად მოვხვდი გადასაღებ მოედანზე. მქონდა ეპიზოდური როლები სერიალ “ახალგაზრდა პაპის” მეორე სეზონში, (ვთამაშობდი პაპის დაცვის უფროსს), თუმცა, ამ მოვლენამ უდიდესი გამოცდილება მომცა და ბევრიც ვიხალისეთ. საქართველოში ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოხმაურება და პოპულარობა მოჰყვა. წამოვიდა ქართულ კლიპებში მონაწილეობის შემოთავაზებები. ერთ-ერთი კლიპი, მომღერალ ანი ბახტაძის მონაწილეობით იყო, რომლის კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე გახლავთ. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში ძალიან უყვართ საზღვრებს გარეთ მყოფი წარმატებული ქართველები.

- რა ცვლილებები მოიტანა მსახიობობამ?

- ჩემს კარიერულ ცხოვრებაში სპორტის გარდა გაჩნდა სხვა, საკმაოდ საინტერესო მიმართულებაც, მსახიობობას ვგულისხმობ. “ახალგაზრდა პაპის” შემდეგ იყო სხვა შემოთავაზებებიც, “საუკეთესო წლები”, ამასაც რა თქმა უნდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ფილმის გამოსვლის შემდეგ კინოთეატრებში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ იყო. შემდეგ იყო კოვიდი და პარალიზდა მსოფლიო. კიდევ იყო მესამე ფილმიც  “ბერლუსკონის ცხოვრება” და ყველგან დაცვის როლი მაქვს (იცინის).

ამ ყველაფერმა ჩემი ცნობადობა გაზარდა და გარკვეულწილად პოპულარობაც მომიტანა, უფრო მოთხოვნადიც გავხდი. ჩემი გუნდის ბავშვებიც და მშობლებიც აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ, რომ ფილმებში მხედავდნენ. არ დაგიმალავთ და ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო ეს ყველაფერი ჩემთვის.

 

ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება

 

ერთ-ერთი ყველაზე პატარა, თუმცა, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყნიდან დიდი მიზნებითა და ოცნებებით წამოვიდა. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, რომში რამდენიმე მეგობრის თანადგომის იმედად მიიღო. ევროპის ერთ-ერთი მსხვილი ქვეყნის დედაქალაქში პროფესიული გზის გაკვალვისას კი არაერთ წინააღმდეგობას წააწყდა. თავდაპირველად, ყველაზე დიდი ბრძოლა იტალიელებისთვის ქართველების მიმართ შექმნილი ნეგატიური წარმოდგენის დამსხვრევას დასჭირდა, უნდობლობას მაშინდელი ქართული ფეხბურთის დონესთან ერთად ის ფაქტიც იწვევდა, რომ ევროპაში ქართველი მამაკაცების გარკვეულ ჯგუფებს ქურდობა პროფესიად ჰქონდათ ქცეული.

- საქართველოდან, იტალიური ფეხბურთის სიყვარულით წამოვედი. იქიდან გამომდინარე, რომ იტალია და იტალიური ფეხბურთის ნაკრები მომწონდა, მათი გულშემატკივარი ვიყავი, ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ახერხებდნენ ასეთი წარმატებულები ყოფილიყვნენ. როცა საქართველოში კვალიფიკაცია ავიმაღლე, მოედანზე ევროპული სტანდარტების გადატანა და დანერგვა ცოტა რთული იყო.  ისე მოხდა, რომ საქართველოში სხვა მწვრთნელების მხრიდან ძალიან ბევრ წინააღმდეგობას  ვაწყდებოდი. ისევ ძველი სტილი, მიდგომები და ვარჯიში, ჩემთვის ცოტა მიუღებელი იყო. ამასთან ერთად, ყოველთვის მქონდა ინტერესი იტალიის ფეხბურთის მიმართ და როცა მომეცა შესაძლებლობა, რომ იტალიაში ჩამოვსულიყავი, მინდოდა მეცადა და გამეცნო იტალიური ფეხბურთის შიდა სამზარეულო. მინდოდა როგორმე შემოვსულიყავი იტალიური ფეხბურთის სამყაროში და გამეგო, როგორ მუშაობდა აქაური საფეხბურთო სისტემა.

 

ემიგრანტობის პირველი ეტაპი და კარიერული სირთულეები

 

- საქართველოდან ყველაფერი განსხვავებულად ჩანს: ევროპაში მოდიხარ, ყველაფერს “მარტივად” აღწევ, განსხვავებული შეხედულებები, კულტურა, ხალხი და ა.შ. მაგრამ ჩვენი ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანისთვის ძალიან რთულია აქ დამკვიდრება, მით უმეტეს მამაკაცისთვის. როცა იგებენ, რომ ქართველი ხარ, მაშინვე ეჭვის თვალით გიყურებენ, ნდობის მოპოვება კი ძალიან რთულია, რადგან ყველას ე.წ. “მომპარავი” ჰგონიხარ. სამწუხაროდ, ამ რეალობის წინაშე დგები. მერე კი, როცა კარგად გაგიცნობენ და იგებენ ვინ ხარ, რა შესაძლებლობები გაქვს, ყველაფერი ლაგდება. ასე, რომ ადგე და მოგინდეს იტალიური ფეხბურთის სამყაროს ნაწილი გახდე, ძალიან რთულია, რადგან აქ, ყველამ, ქუჩის გამვლელმაც კი იცის ფეხბურთი, ისე, რომ შესაძლოა პროფესიონალურ დონეზეც კი გიპასუხოს ამ მიმართულებით დასმულ ნებისმიერ შეკითხვებზე. ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე და საფეხბურთო სკოლის სივრცეში მოგინდეს “ფრთების გაშლა”, გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან, როცა გეკითხებიან საიდან ხარ და იგებენ, რომ ქართველი ხარ, თან იტალიურ ფეხბურთში თავის დამკვიდრება გინდა, პირველ რიგში ქართული ფეხბურთის შესახებ გეკითხებიან. არც ევროპაზე ხარ გასული, არც მსოფლიოზე, ამ მხრივაც უნდობლობას ეჯახები. მერე, როცა ჩავერთე ამ სფეროში და ნახეს, რას წარმოვადგენდი, რა შესაძლებლობები მქონდა, როგორ შემეძლო ვარჯიშის პროცესების მართვა და ზოგადად, რა სარგებლის მოტანის რესურსი მქონდა, ამ ყველაფერმა მოიტანა ის ნდობაც და შემდეგ ისეთი გუნდები და კლუბები ჩამაბარეს, რომ თვითონ იტალიელებიც კი ოცნებობენ იქ მწვრთნელად მოხვედრას.

- როგორია თქვენი კარიერული კიბე რომში?

- თავიდან უბრალო საფეხბურთო სკოლით დავიწყე, გუნდს ძალიან კარგი წარმატებები ჰქონდა, რის შემდეგაც გადამიყვანეს “რომაზე” და “ლაციოზე” დიდი ისტორიის მქონე გუნდში, სწორედ აქ დაიწყო ფრანჩესკო ტოტიმ მისი საფეხბურთო კარიერა. ეს გუნდი არის “რომას”  პირველი ფილიალი, წლევანდელ წლამდე იქ ვიყავი U13-ის ხელმძღვანელი, გუნდის მწვრთნელი და კოორდინატორი.

- რადგან “რომა” და “ლაციო” ახსენეთ, შეგახსენებთ დაპირებულ ექსკლუზივს კვარაცხელიასთან დაკავშირებით…

- კვარაცხელია არანორმალურია, მისი შესაძლებლობები ყოველგვარ საზღვრებს სცდება და ამ ბიჭის ასეთი გამოჩენა უდიდესი “შოკი” იყო თვითონ იტალიელებისთვისაც. სამწუხაროდ, ჯერჯერობით  ვერ მოხდა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ სადმე აუცილებლად გადავიკვეთებით. შეხსენებულ ექსკლუზივს რაც შეეხება, (იცინის) ერთ რამეს გაგიმხელთ, ძალიან ახლოს ვარ “რომასთან”, რომის აკადემიისთვის  ვმუშაობ და კარგი ურთიერთობა მაქვს რომის სპორტულ აგენტებთან, მწვრთნელებთან, ასევე დირექტორებთან. 2-3 წლის წინ, როცა კვარაცხელია რუსეთში თამაშობდა, შარშანაც და წელსაც არაერთხელ შემითავაზებია მათთვის კვარაცხელიას “ყიდვა”. “რომასაც” და “ლაციოსაც” დიდი ინტერესი ჰქონდა კვარაცხელიას მიმართ, მაგრამ თავს იმიტომ იკავებდნენ, რომ რუსეთიდან ძალიან ძვირს, როგორც ვიცი 20 მილიონს აფასებდნენ. რომში მაშინ კი ფიქრობდნენ, რომ კვარაცხელია ჯერ არ იყო იმ დონის ფეხბურთელი, რომ მის ყიდვაში 20 მილიონის გადახდა ღირდა. აქ, უკვე გაზრდილი ფეხბურთელები უნდოდათ. მე ვფიქრობ, რომ კვარა გაზრდილი კიარა რჩეულიც არის, მაგრამ მაშინ მისი ნდობა არ ჰქონდათ, რადგან არ იცნობდნენ.

- სპორტის მიმართულებით, რამდენად რთული იყო ამ შედეგამდე მოსვლა, რაც დღეს გაქვთ?

- სპორტი მთელი ჩემი ცხოვრებაა. სპორტის გამო ძალიან ბევრი სირთულე გავიარე, ბევრი ვითმინე, გადავიტანე და რაღაც გარკვეულ შედეგსაც მივაღწიე, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ, მაქვს ძალიან ბევრი მიზნები, აქტიურად ვიბრძვი ამისკენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან რომში ჩამოვედი როგორც მწვრთნელი, აქ მაინც ძალიან რთული ცხოვრების გავლა მომიწია.

მაქვს სპორტული გეგმები, პირადიც და საქართველოსთან დაკავშირებულიც. მქონდა საუბრები შარშანაც და მაქვს წელსაც, რომ მეტად ავიმაღლო კვალიფიკაცია, ამჟამად მაქვს “უეფა B” და მინდა გავიარო “უეფა A”.

 

რომი შესაძლებლობების ქალაქი

 

- რომს მე დავარქვი ოცნებების ახდენის ქალაქი. აქ ძალიან დიდი შანსებია, რომ თავის დამკვიდრება შეძლო, თუმცა, უნდა იყო პიროვნულად ძლიერი და საქმის პროფესიონალი.

როგორც იტყვიან: “ყველა გზა რომში მიდის”. დღევანდელი გადმოსახედიდან, წარმოუდგენელი მგონია საქართველოდან რომში პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად ჩამოსვლა. ჩემი დარეგისტრირება, როგორც მწვრთნელის, როგორც აღმოჩნდა, ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, არც ერთი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ რომელიმე მწვრთნელი ჩამოსულიყო და მისი კარიერა იტალიაში გაეგრძელებინა. როცა ვრეგისტრირდებოდი, ჩემზე გაიხსნა გზა, მე ვიყავი პირველი, რადგან მათ არ იცოდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო ჩემი რეგისტრაცია. იმდენად უცხო იყო ასეთი სურვილით ჩამოსული ადამიანი, რომ პირველად მოხდა მსგავსი რეგისტრაცია.

- ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრების მთავარ მიზანს უკვე მიაღწიეთ?

- ჩემი ოცნება იყო, რომ მემუშავა იტალიის გუნდის მწვრთნელად, რომ გამევლო იტალიის საფეხბურთო სკოლაში კურსები და ეს ყველაფერი მოვახერხე. ის, რაც ადრე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ახლა დაუჯერებლად მეჩვენება, რომ მე ეს შევძელი. რამდენი ათასი პროფესიონალი ელოდება, რომ ამ ჯგუფში მოხვდნენ და ჯერ ეს ვერ შეძლეს. ეს გამართლებაცაა და ჩემი შესაძლებლობების შედეგიც. ყველა მიზანს მივაღწიე და ყველა ოცნება ავიხდინე. რა თქმა უნდა, კიდევ მაქვს ერთი დიდი მიზანი და ახლა მთელი ძალით ვიბრძვი ამისკენ…

- თქვენს კარიერაში არის ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც საზოგადოებამ ExclusiveTV-დან უნდა შეიტყოს…

- დიახ, ეს ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა: შარშან “ტრას ტევერე კალჩოსთან” დავასრულე თანამშრომლობა და მივიღე ახალი შემოთავაზება “ოსტია მარედან”, რომელიც არის რომში, ზღვის მხარეს. არის საკმაოდ კარგი ისტორიის მქონე გუნდი, პირველი გუნდი ჰყავთ სერია D-ში, მე U13-ის ხელმძღვანელი ვარ, მყავს ჩემი გუნდი და უკვე საკმაოდ კარგი შედეგების დადება დავიწყეთ.

- რა როლი ითამაშა სამსახიობო წარმატებამ თქვენს სპორტულ კარიერაში?

- როგორი კარგი მსახიობიც არ უნდა იყო, ეს სპორტისთვის არაფერს ნიშნავს. ჩემზე ვიტყვი, რომ როგორც მწვრთნელმა, სპორტში წარმატება ჩემი პროფესიონალიზმით უნდა მოვიპოვო, აქ უკვე მსახიობობა უკანა პლანზე გადადის. ჩვენ გვყავს ძალიან წარმატებული ბიზნესმენები, მოდიან და არიან მწვრთნელები, მაგრამ მეორე ხარისხის მწვრთნელები არიან, რადგან მათი პროფესიონალური დონე არ არის იმდენად მაღალი, რომ პროფესიონალური მწვრთნელები გახდნენ. საქართველოში პირიქითაა. იტალიაში კი პროფესიონალიზმი ფასდება, ვიდრე გავლენები. მე სულ ვცდილობ ყველა ვარჯიშზე მომზადებული მივიდე. აქედან გამომდინარე, ჩემს სამსახიობო წარმატებას არანაირი წვლილი არ მიუძღვის სპორტული მიმართულებით მიღწეულ წარმატებებში.

- მსახიობობა თუ სპორტი?!

- ერთხელ უკვე მომიწია ამ არჩევანის წინაშე დადგომა. მქონდა ძალიან დიდი შემოთავაზება, ერთ-ერთ ფილმში უნდა ვყოფილიყავი პრეზიდენტის დაცვის როლში, საკმაოდ სოლიდური ჰონორარიც იქნა შემოთავაზებული, მაგრამ მე უკვე მქონდა ჩემი გუნდის პროგრამა დაგეგმილი და ამ როლზე უარი ვთქვი. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და ვერც ერთი სხვა სფერო ვერ ჩამინაცვლებს მას.

- ანუ, სამსახიობო მიმართულებით ყველაფერი დაასრულეთ?

- რა თქმა უნდა, არა! შევეცდები, რომ ფეხბურთი და მსახიობობა, როგორმე შევუწყო ერთმანეთს, რადგან იმდენად საინტერესო და სასიამოვნო პროცესია გადასაღებ მოედანზე მუშაობა, რომ არ ვიტყვი უარს არც ერთ შემოთავაზებაზე, თუ ის არ შემიშლის ხელს ჩემს ძირითად საქმიანობაში.

 

საქართველო?!

 

- ჩემი გულისცემაა! როგორც კი საქართველოზე ვიწყებ საუბარს, ხმაც კი მეცვლება. ძალიან დიდი სურვილი და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ უფრო მასშტაბური გახდეს ქართული და იტალიური ფეხბურთის მეგობრობა. მინდა, რომ საქართველოს ფეხბურთში დაინერგოს თანამედროვე სტილითა და მეთოდიკით მუშაობა, რაც გარკვეულწილად მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. ბავშვებს უნდა მისცენ მოედანზე მაქსიმალური თავისუფლება, ხალისი, გართობის საშუალება და ამ გართობაში შეძლებენ ფეხბურთის სწავლას. მწვრთნელები ჯარისკაცებივით არ უნდა ექცეოდნენ ფეხბურთელებს!

- როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან?!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და მით უმეტეს მმართველები, უდიდესი ყურადღებითა და თანადგომით არიან ჩემთან მიმართებაში. ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად დამეხმარონ წინსვლაში. სამომავლო გეგმებზე და საქართველოში დაბრუნებაზე დღეს ვერ ვისაუბრებ, რადგან არ ვიცი მათ დასჭირდებათ თუ არა ზურა, როგორც მწვრთნელი საქართველოში, რამდენად გაუჩნდებათ ნდობა და სურვილი ეს ამაზეა დამოკიდებული. საქართველოში ახლაც მაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბებიდან სპორტულ დირექტორად, მაგრამ ჯერ დაბრუნება არ მინდა, რადგან მე ჯერ ჩემს მიზანს უნდა მივაღწიო, რომლის დეტალებზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. ხოლო, რაც შეეხება იტალიას, აქაც არის რამდენიმე მნიშვნელოვანი შემოთავაზება, რაზეც ჯერ ოფიციალურად არ მინდა საუბარი, რადგან კვალიფიკაციის ამაღლების შემდგომი პროცესებია.

ჩვენმა რესპონდენტმა უახლოეს პერიოდში განსახორციელებლად დაგეგმილი საინტერესო სიახლის შესახებაც გვიამბო. როგორც აღმოჩნდა, ქართული ფეხბურთის განვითარებაში წვლილი თავის მხრივ, ზურა მჭედლიძესაც შეაქვს. 2023 წლის მაისში საქართველოს საფეხბურთო სამყარო, იტალიის ბავშვთა საფეხბურთო სამყაროს დაუკავშირდება და მასტერკლასების მისაღებად რომში ჩამოვლენ, რის შედეგადაც, გაზრდილი გამოცდილებითა და ამაღლებული დონით დაბრუნდებიან საქართველოში. პირველი გუნდი, რომელსაც იტალიაში ჩამოიყვანენ, “გლდანი” იქნება.

ავტორი: მზეკო ჟვანია. იტალია/რომი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ვინ არის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილი ქართველი ემიგრანტი?!

📌 თაღლითური სქემები იტალიაში - ლია გვიჩიანი ქართველ დამსაქმებლებს ამხელს!

📌 იტალიამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში გაიღვიძა - ვინ გაიმარჯვა ვადამდელ არჩევნებში?!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1734791614

სოციალური მედია

🎥 „52 წლის მერე რომ პოულობ მოპარულ შვილს - ეს ემოცია როგორ უნდა გადმოსცე?“ - თამუნა მუსერიძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...

ააა

1734787049

სოციალური მედია

„ეგდეთ სადაც გდიხართ, თავი მართლა ვარსკვლავები გგონიათ? ჩემმა მტერმა გისმინათ თქვენ!“ - ნუკა არველაძე გაფიცულ მომღერლებზე

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაფიცული მომღერლების საკითხზე პოსტს აქვეყნებს:  „დორბლას ერთგული შოუ „ნაშები“ რომ იმუქრებიან ახალ წელს არ ვიმღერევთო, ერთი ა...

ჟურნალისტი

1734779363

სოციალური მედია

🎥 „სანამ საქართველოში ვიმყოფები, 6 ქალაქში გესტუმრებით!“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გუშინ, 20 დეკემბერს ახალციხეში გამართულ კონცერტზე იმღერა და საზოგადოებასთან ერთად დამდეგი შობა-ახალი წელი აღნიშნა. ახლახან მან გუშინდელი საღამოდან კადრები გაავრცელა და თქვა,...

ნუცა ბუზალაძე

1734771324

ჰოროსკოპი

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან - „განსაკუთრებით კარგი იქნება მათთვის, ვისაც უნდა კარიერული ზრდა, სულიერი და პიროვნული განვითარება“

„ვაქვეყნებ ჩემს სტატიას 2025 წლის (ჩინური კალენდრით) მფარველ ტოტემაზე გველზე. სტატიის პირველი ნაწილი არის მისი შეცნობისთვის, როგორც მითოლოგიური ტოტემის, (რომ გავაანალიზოთ მისი მახასიათებლები როგორც და...

მწვანე ხის გველი

1734767776

საზოგადოება

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უქმეებზე?

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 დეკემბერს, საქართველოს მასშტაბით ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 21 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:  გაგრა 15° -  უმეტესად მზიანი სოხუმი 14° - უმეტესა...

ამინდი