ვინ არის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილი ქართველი ემიგრანტი?!

დაახლოებით, ემიგრანტების 60-70% საკუთარ ქვეყანაში ოჯახის, მეგობრებისა და ახლობლების გარდა, წლობით ნაშენებ, ან თუნდაც, საწყის ეტაპზე მყოფ კარიერას, საყვარელ საქმესა და ინტერესებს ტოვებს! ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად, სწორედ, ეს ამძიმებს ემიგრანტის მდგომარეობას. მეც ხშირად მითქვამს და სხვებისგანაც არაერთხელ მომისმენია, რომ “სხვის ქვეყანაში ჩვენი დიპლომები და პროფესიული გამოცდილება, არავის აინტერესებს!” როცა მშობლიური ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებას ვიღებთ, ფიზიკურად მუშაობის ფსიქოლოგიური მზაობაც უნდა გვქონდეს. პროცენტულად ძალიან ცოტას უმართლებს, როცა სხვის ქვეყანაში, სადაც, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩავიდა, საყვარელი საქმის კეთების შესაძლებლობა ეძლევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ჩემი რესპონდენტის “მიმდევარი”, შესაძლოა, თითოეული თქვენგანი იყოს. ბოლო რამდენიმე თვეა სოციალური ქსელი ერთი ქართველი გოგონას ვიდეოებმა მოიცვა, რომელიც ამერიკაში მისი ცხოვრების ყოველდღიურობის შესახებ გვიყვება. Keli Stone-ის ვიდეოებს საკმაოდ მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავს. ძვირფას ქვებზე, კრისტალებზე, ხელნაკეთ სამკაულებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ინფორმაციის მიღების პრაქტიკულობას, ვიდეოების ქრონომეტრაჟი ქმნის.
ExclusiveTV დაინტერესდა ვინ არის მარი დუა და როგორ მიაღწია იმას, რომ საყვარელი საქმე, ამერიკაში, ასეთი წარმატებით ეკეთებინა?!
მარი დუა 90-იანი წლების საქართველოში, მხატვრების ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე მისი ინტერესის სფერო მუსიკა, კინო, ლიტერატურა და ზოგადად, ხელოვნება იყო. სწორედ, ამ სიყვარულმა გააცნო არაერთი საინტერესო დარგი. საწყის ეტაპზე, განსაკუთრებული ინტერესი მუსიკის მიმართ გაუჩნდა. ხელოვნებისადმი მარი დუას დამოკიდებულებას მოთხრობებისა და ესეების წერაც ამრავალფეროვნებდა. სწორედ, ამ ინტერესმა და წერის სიყვარულმა წარმოქმნა იდეა, პირველი ბლოგი ქვების შესახებ გაეკეთებინა. ინფორმაციის გაზიარების შემდეგ მარი დუას ინტერესის სფერო დღითი დღე იზრდებოდა, გადაწყვიტა ხელნაკეთი სამკაულების შექმნა და სხვადასხვა ქვეყნებიდან კრისტალების ჩამოტანა. ერთი კონკრეტული პროფესია არ აქვს, რამდენიმე სფეროშია ჩართული: ძირითადად დაკავებულია სამკაულის დიზაინების შექმნით, ასევე, არის გრაფიკოსი, ანიმატორი, მინანქრის ტექნიკოსი, მუსიკოსი და ა.შ.
მის შესახებ, კიდევ ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალზე, მარი დუა ExclusiveTV-ის მკითხველს თავად უამბობს:
Keli’s Blog-იდან
KeliStone-მდე
ნელ-ნელა ჩემმა ბლოგმა ქართველი მკითხველი მოიზიდა და საკმაოდ პოპულარული გახდა. ბლოგს თავიდან ჩემი მეტსახელის გამო Keli's Blog - დავარქვი. სახელი, კელი წლების განმავლობაში სასცენო ფსევდონიმი იყო. მიყვარს საინტერესო სახელების მოგონება (იცინის). ჩემს მაღაზიაში 300 ზე მეტი ნივთია და ყველას თავისი სახელი ჰქვია. “ფეისბუკის” გვერდის გახსნის შემდეგ კი სახელწოდება KeliStones-ით შევცვალე. მალევე შევქმენი საიტი Kelistones.ge - სადაც გავაზიარე პირველი ქართული ონლაინ ენციკლოპედია მინერალების შესახებ. ენციკლოპედიაზე მუშაობას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა და გამოქვეყნების შემდეგ, საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვებ-საიტს დღემდე უამრავი მკითხველი ჰყავს.
პირველი ნაბიჯები ამერიკაში…
2018 წელს თბილისში ჩავატარე ხელნაკეთი სამკაულისა და კრისტალების გამოფენა “Crystal Springs”, რის შემდეგაც რამდენიმე თვეში მიმიწვიეს აშშ-ში, სამკაულის გამოფენაზე. ამ შანსს, რა თქმა უნდა, ხელიდან ვერ გავუშვებდი და გავემართე ამერიკისკენ. თავიდან, ლოს-ანჯელესში ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, ბევრ დაბრკოლებას და სტრესს გადავაწყდი. ყველაფერი უცხოდ და უცნაურად მეჩვენებოდა და საკმაოდ გამიჭირდა აქაურობასთნ შეგუება, მაგრამ ბრენდზე ყოველთვის ვმუშაობდი და ვცდილობდი საიტი ინფორმაციითაც გამემდიდრებინა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მოვახერხე რამდენიმე კოლექციის შექმნა და პატარა მაღაზიებში გამოფენა. ასევე, მხოლოდ საქართველოში მცხოვრები მომხმარებლებისთვის შევქმენი ონლაინ მაღაზია, სადაც, მსურველებს შეუძლიათ, ჩემი ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა.
ამერიკული ჟურნალის გარეკანზე…
როდესაც ახალ კოლექციებს ვქმნი მაქვს კოლაბორაციები ლოკალურ არტისტებთან. ვცდილობთ, ჩემი სამკაულის, მაკიაჟისა და სამოსის დახმარებით შევქმნათ კრეატიული ვიზუალები და ერთობლივი, საინტერესო არტი. ერთ-ერთმა ასეთმა მცდელობამ ჟურნალის გარეკანზე ამომაყოფინა თავი, რაც დღემდე უცნაურად მეჩვენება. ყველაფერი კი ასე მოხდა: სანამ Kelistones.store-ს ჩავუშვებდით, სამკაულის მინი კოლექცია გავაკეთე და აქაურ ფოტოგრაფებს დავეკონტაქტე კოლაბორაციისთვის. ერთ-ერთი ფოტოგრაფი გამომეხმაურა, მოეწონა ჩემი იდეები და ნამუშწვრები. ფოტოსესიის შემდეგ, ფოტოები ჟურნალში გაიგზავნა და მარტის თვის გარეკანად ჩემი ფოტო გადაწყდა.
-70 კგ და ჯანსაღი ცხოვრების წესი…
ლოს-ანჯელესში ცხოვრების მეორე წელს, ნელ-ნელა დავიწყე ცხოვრების რიტმის შეცვლა: ჩემს თავს ვასწავლე ჯანსაღი კვების მეთოდები და სხვადასხვა საჭირო ვარჯიშები. საკმაოდ ნელი ტემპით და ზედმეტი სტრესის გარეშე, მოვახერხე 70 კილოგრამის დაკლება და დღეს, ვერც კი წარმომიდგენია სხვანაირად, საერთოდ, როგორ ვცხოვრობდი. ძალიან შემიყვარდა საკვების მზადება, თავის მოვლა და ვარჯიში.
ყოველდღიური რუტინა…
ბევრს ვმუშაობ სამკაულზე, ახალ კონცეპტებზე. ვცდილობ ნატურლური ქვების გამოყენებით, შევქმნა საინტერესო სამკაული, როგორც “ქეჟუალი” ასევე, ექსკლუზიური. მინდა, რომ მომხმარებელმა არამხოლოდ ქვა, არამედ, ხელოვნების ნაწილი შეიძინოს. ეს ორი ერთნაირად მიყვარს და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მათი გაერთიანება და საინტერესო პროდუქტის შექმნა შესაძლებელია. სხვა მხრივ, საკმაოდ ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს. მივყვები ყოველდღიურ რუტინას, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრები ბიზნესში ვართ ჩართულები, დღის განმავლობაში დიდხანს ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენსა და საქართველოს შორის 13 საათიანი დროის სხვაობაა.
KeliStones ბრენდი დაახლოებით ათი წელია არსებობს. ბოლო ოთხი წელია მარი დუა ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც თავად ამბობს, საქართველოში დიდი წარმატების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ არის ლიმიტები, რის შემდეგაც განვითარება ძალიან რთული ან შეუძლებელია. ამ ეტაპზე, KeliStones ახალ კოლექციაზე და ერთ საიდუმლო პროექტზე მუშაობს.
ავტორი: მზეკო ჟვანია. იტალია. რომი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 პიზის ქართული საკვირაო სკოლა, პატარა ქართველებისთვის, სწავლას განაახლებს
📌 ვენეციის ღვინის ფესტივალში მონაწილეობას ქართველი სომელიეებიც მიიღებენ
1743439673
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთში მარინ ლე პენს თანხების გაფლანგვაზე თავზე დააშენეს ციხე და საქართველოში უამრავი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ტერორად გვისაღებენ?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენის სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრები...
1743438522
მსოფლიო„მეუბნებოდა რომ სრული იდიოტი ვარ“ - ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელმა გალანძღა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მას ნახევარი საათი ლანძღავდა და სრულ იდიოტს ეძახდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის...
1743437669
ახალი ამბებინათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბ...
1743436367
ახალი ამბებითავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის: „იარაღის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, სალიცენზიო და...
1743433932
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვა, როგორ მივედით 2008 წლის ომამდე? სად იყო ხელისუფლება? რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან?
„საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც იმაზე თუ როგორ მივედით ამ ომამდე, ასევე, ამ ომის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე და ომის შემდგომ დაკავშირებულ ნაბიჯებზეც, სად იყო ხელი...