მოხუცმა მამაკაცმა საკუთარი “ბადანტეს” გაუპატიურება სცადა

რამდენიმე დღის წინ, ბოლონიის ერთ-ერთ პროვინციაში გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელზეც 89 წლის მოხუცი წარდგა. მას ბრალად, საკუთარ მომვლელზე ძალადობის მცდელობაში ედება ბრალი. საუბარია 50 წლის ქალზე, რომელიც წარმოშობით რუმინელია.
ქალს აღნიშნულ პიროვნებასთან მუშაობა, დიდი ხნის დაწყებული არ ჰქონდა, როდესაც ერთ საღამოს, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, დასაძინებლად წავიდა. ახლად ჩაძინებულზე, უხერხულმა შეხებამ გამოაღვიძა და ლოგინში ის მოხუცი აღმოაჩინა, რომელსაც უვლიდა. როგორც ჩანს, მამაკაცი დაელოდა ქალს როდის ჩაეძინებოდა, ოთახში უჩუმრად შევიდა და ქალს ლოგინში ჩაუწვა.
მომვლელის რეაქცია მყისიერი იყო. მან სასწრაფოდ კარაბინერები გამოიძახა და მოხუცის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა.
მამაკაცმა თავის მართლება სცადა, რომ აგონიაში იყო და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა, მაგრამ ამან ვერ უშველა. 89 წლის მოხუცს კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს.
წყარო: ilrestodelcarlino.it
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...