„ერთი ემიგრანტი ქალბატონი ჰყვებოდა“ - ამბავი, რომელიც ძალიან გაგახალისებთ

ამ სახალისო ამბავს, იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე ავრცელებს.
„ერთი ემიგრანტი ქალბატონი ჰყვებოდა პირწიგნაკზე:
იტალიაში, ერთ ქალაქში ჩასულს,სადაც ახალ სამუშაოზე გადავიდა, მოხუცის შვილი დახვედრია მოტოციკლით.
შემოიჯინა ქალი უკან და დააწვა, თურმე.
- ვაი! - ამოუკრუსუნებია ქალს.
კაცმა მოუმატა სიჩქარეს.
- ვაი! - უფრო ხმამაღლა აღმოხდა, თურმე, ქალს.
მძღოლმა კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს, მიაჭირა 200 კმ/სთ-ს.
- ვაი! - უფრო ხმამაღლა უკივლია ქალს.
ის კიდევ, კიდევ უფრო დააწვა გაზს...
- ვაიიიი! - გამეტებით უკივლია ქალს.
მოტოციკლისტმა რაღაც ჩაიბურდღუნაო და კიდევ უფრო მოუმატაო სიჩქარეს.
მიფრინდნენ თურმე სახლში.
გამოსულა ჭიშკართან მოტოციკლისტის ცოლი.
გადასულა ეს ქალი მოტოციკლეტიდან. ენაჩავარდნილი. გაყვითლებულ-გაწითლებულ-გალურჯებული და რა ვიცი, კიდევ... მოკლედ, ნიუტონის ხილული სპექტრი და უხილავი, ინფრაწითელი სხივებით წვავს ყველაფერს გარშემო...
- Lei non è come te!... Tu stai morendo quando vado 100 kilometri al ora!...
Questa ragazza è molto, ma molto brava... Andando 280 km/ora lei continuava gridarmi "Vai!.... Vaiiii!..."***
(*** - შენნარირი კვტარი კი არაა, ასი კილომეტრი საათში სიჩქარისას რო კვტები. ეს ქალი მაგგარრია, ძალიან ძალიან მაგგარრია... 280 კმ/სთ სიჩქარით მივფრინავდი და ეგ კიდო მიყვიროდა "მიდი!.... მიდიიიი!..."-ო).
Vai! - მიდი!“ - წერს სოლომონ ნერგაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 მოხუცი ბებო, მზრუნველი მეზობლები და კარს მომდგარი ახალი წლის ისტორია
📌 ახალ წელთან დაკავშირებული ,,ცრურწმენები”
📌 ქართველი პროფესორის იტალიური ამბები - „ქალი გადმოვიდა, ქალის უნახავს გაგხდიდათ“
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...
1741526054
ახალი ამბებისაქართველოს ხელოვნების სასახლე: კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა
საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა - მე-16 საუკუნის ორი ნახატი „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი...