„გამოაქვეყნეთ, როცა აღარ ვიქნები“ - იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის წერილი საზოგადოებას

„მე ქვეყანამ ბევრი მომცა - მომცა ყველაფერი, რაც შეძლო. მე ვერ მივეცი, ბევრი კი არა, ცოტაც ვერ მივეცი.
რაც შემეძლო ის მივეცი, დავუბრუნე - ეს კი ძალიან, ძალიან ცოტა აღმოჩნდა.“ - წერს იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე. მკითხველს მის წერილს უცვლელად ვთავაზობთ.


გამოაქვეყნეთ, როცა აღარ ვიქნები - დასაღუპად განწირული გემიდან რომ ვირთხები ხტებიან, ისე გამომივიდა - გადმოვხტი. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკო, ფაქტიურად გამომაგდეს-თქო, მაინც „გადმოვხტი“-ს ჰგავს. შვილები ემიგრანტებად გავზარდე. ერთმა აქ შექმნა ოჯახი - საქართველოში, თავის ფესვებს, ზაფხულობით თუ ესტუმრებიან, ალბათ. მეორეს ვუჩიჩინებ, არ დაკარგო ფესვები-მეთქი. ვგონებ, ვაღწევ მიზანს. ვაღწევ მიზანს, მაგრამ ახლა კიდევ უფრო უარესს ხომ არ ჩავდივარ?! არ ვიცი - ამას იქით ჩემი გონება ვეღარ მიდის.

არც სტრატეგული პარტნიორობის მოძალება მიხარია - მაგ სტრატეგიულმა პარტნიორობამაც შეიტანა საკმაო წვლილი ორი დიდი ნაჭრის ჩამოთლაში. ახალი მმართველი კლანები გამოზარდეს. იქედან მაგათ აფინანსებენ უხვად. აფინანსებენ ისეთ სფეროებს, რაც ჩემი მენტალიტეტის წაშლას ისახავს მიზნად. როგორ ავხსნა აბა, საპატრიარქოსთან არსებული ბავშვთა პანსიონატების დახურვა (სხვა რელიგიის სკოლა-პანსიონატებს არ ეხებიან. პირიქით, მათ ფინანსურადაც კი ეხმარებიან).

განვლილ ცხოვრებაში, რამდენიმე ჩემი საქციელი და გადაწყვეტილება ოდნავ მამშვიდებს - უფრო სწორად, სიცოცხლე რომ არ მეზარება, იმ საქციელებს და იმ გადაწყვეტილებებს ვუმადლი.
პირველი - ჩემი ქვეყნის ძარცვაში, ოთხმოცდაათიანების მძარცველების და ასე მომრავლებული გათახსირებული ღორების გვერდით არ ვმდგარვარ. მე არც მაგ ბილწების მიერ დადგენილი ჩემი წილი არ ამიღია ჩემი სამშობლოდან. არ ამიღია ის, ეგრეთ წოდებული, „ვაუჩერი“. ჩემი ხელმოწერა არაა ჩემი სახელის და გვარის გასწვრის, „ვაუჩერის“ მიღებაზე.

არ მითქვამს ხმამაღლა - ეს ჩემი ჩუმი პროტესტი იყო მაშინდელი ძარცვა-გლეჯის მომწყობი ღორებისადმი.
ეს ჩემი ჩუმი პროტესტი იყო მათდამი, ვინც ჩემი წილი ჩემს სამშობლოში ექვსიოდე ლარად შეაფასა.

მეორე - საქართველოდან წამოსვლისას მე არ წამომიღია ტომსიკაში ჩაყრილი ქართული მიწა.
ვერ დავმალავ - დავაპირე ერთხელ.
იტალიაში ჩამოსვლისას ფორეს საფლავზე ვაპირებდით გასვლას - ლაგო მაჯორეს ნაპირა ქალაქ არონაში.
ვიფიქრე, ჩემი მამულის მიწას წავიღებ, საფლავზე მოსაბნევად, თან მეც მექნება ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი, რა ხდება-თქო. კი, ასე ვიფიქრე, მაგრამ შემრცხვა და ჩემი მამულის ერთი ვენახის, ცოლიკოურის ძირას მობოჭილი მიწა, რომელსაც ისეთი სუნი ჰქონდა, რომელიც დედომიწაზე არსებულ არცერთ მიწას არა აქვს, იქვე, იმავე ვენახის ძირს დავუბრუნე და სამუდამოდ ამოვიგდე გონებიდან ფიქრი „ქართული მიწის“ წაღებაზე, ფეხსაცმელებში „ქართული მიწის“ ჩაყრაზე, რათა მერე მეფიქრა, „ქართულ მიწაზე ვდგავარო“. ღმერთმა დამიფარა ამის ხმამაღლა თქმისგან.

სხვა სატრაბახო და თავის გამოსაჩენად საყელყელაო არაფერი ჩამიდენია. სხვა ყოველდღიური რუტინა იყო: სწავლა, სწავლება, ცოდნის მიღება და ცოდნის გადაცემა.
დიდი სიყვარული მარგუნა ღმერთმა - ოჯახიდან მოყოლებული, სიყვარულში გაზრდილს არც და-ძმის, არც მშობლების, არც ნათესავ-მეგობრების სიყვარული არ დამკლებია და არც ის, ცხოვრების დიდი და ყველაზე ლამაზი, მეცხრე ცის სიყვარული სახელად, თამარ.
მადლიერი ვარ გამჩენის, არ ვიმსახურებდი - მომანიჭა, მაჩუქა...

სოლომონ ნერგაძე, 2021“

ასევე საინტერესოა:

გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741103018

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს

 ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...

არჩილ გორდულაძე

1741099772

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...

საქართველოს პარლამენტი

1741099714

ახალი ამბები

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...

საქართველოს პარლამენტი

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე