იჩქარეთ! იტალიური ენის კურსები პერუჯაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის

პერუჯას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის აცხადებს რეგისტრაციას იტალიური ენის შემსწავლელ კურსებზე, დონე A1 და A2.
კურსის დამთავრების შემდეგ, პირი გაივლის გამოცდას და გადაეცემა საერთაშორისო სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი ვალიდურია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მუდმივი ბინადრობის, ანუ permesso di soggiorno UE di lungo periodo-ს მოთხოვნის შემთხვევაშიც.
რეგისტრაციისთვის აუცილებელი მოთხოვნებია:
- არაევროპული ქვეყნის მოქალაქეობა
- იტალიური ბინადრობის ნებართვა (დაშვებულია ჰუმანიტარული და საერთაშორისო დაცვის მოტივით მიღებული საბუთიც)
- ჩაწერა უმბრიის რეგიონში
- ასაკი 16 წელს ზემოთ
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (მარტი-მაისი)
გაკვეთილების ხანგრძლივობაა 3 საათი და ჩატარდება კვირაში სამჯერ, დღის მეორე ნახევარში.
რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთებია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- იტალიური ბინადრობის ნებართვის ასლი
- ფისკალური კოდის ასლი
კურსებზე ჩაწერა მთავრდება 16 თებერვალს.
კურსის მისამართია: პერუჯას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გალენგას სასახლე, ფორტებრაჩოს მოედანი 4, პერუჯა.
რეგისტრაცია შეგიძლიათ აღნიშნულ მისამართზე მისვლით, ან იმეილის საშუალებით.
კურსებზე რეგისტრაციისთვის დეტალური ინფორმაცია და შესავსები ფორმა იხ. ლინკზე;
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1741508138
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
1741506332
მსოფლიომასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა
„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი მილიარდერი ილ...
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...