იტალია ახალი რეგულაციების მოლოდინში - ექსპერტთა დასკვნა

2021 წლის 16 ნოემბრის მონაცემებით, იტალიაში კოვიდით ინფიცირებული მოსახლეობის ყველაზე მზარდი სტატისტიკა ფიქსირდება მუნიციპალიტეტებში. შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ პიერპაოლო სილიერიმ პირობა დადო, რომ “2021 წლის შობა იქნება თავისუფალი შეზღუდვებისგან”, ვინაიდან კოვიდით ინფიცირების შემთხვევათა მატების მიუხედავად, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჰოსპიტალიზაცია სრულად მართვადი პროცესია.
ამასთან ერთად, მთავრობა კონსულტაციებს გადის შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან და დეკემბრის დასაწყისში სავსებით შესაძლებელია, მთავრობამ მიიღოს სიტუაციის შესაბამისი ზომები.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი და მაიომ ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური და კომერციული საქმიანობის შეჩერების თავიდან აცილების ერთადერთ გამოსავალზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მწვანე საშვი“ იგივე „Green pass“ უალტერნატივოა, ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 86% ვაქცინირებულია, მთავრობა კი რეგულაციების შემოღებაზე სამეცნიერო საზოგადოების რეკომენდაციების საფუძველზე დაიწყებს ფიქრს.
გავრცელებული ვარაუდის მიხედვით, საშობაოდ შეიზღუდება წვდომა ისტორიულ ცენტრებზე და ხალხმრავლობიდან გამომდინარე კომერციულ ტერიტორიებზე, ნაკადების რეგულირებისათვის გამოყენებული იქნება ე.წ. „მწვანე საშვები.“ აღნიშნული შეზღუდვა ჯერ მხოლოდ ვარაუდის დონეზე განიხილება, თუმცა სერვისებზე „მწვანე საშვით“ კვოტირებული წვდომა ეხება საშობაო ბაზრობების ღია სივრცეებსაც, რაც უკვე აპრობირებული მეთოდია ტრენტოში, რევერტოსა და ბოლცანოში.
რეგულაციები რესტორნებში კვებასტან დაკავშირებით, შეეხება ყვითელ და მასზე საფრთხილო ზონაში მყოფ ტერიტორიებს. ყვითელი ზონის შემთხვევაში, ერთ მაგიდაზე არ დაიშვებიან სტუმრები, რომლებიც არ არიან ოჯახის წევრები, მეტიც, მათი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს. ამასთან, გარე სივრცეში კვლავ განიხილება ნიღბების ტარების ვალდებულება.
საუბარია „მწვანე საშვების“ ხანგრძლივობის გადახედვაზე, შემცირებაზე. შესაძლოა, ვაქცინირებული მოქალაქის შემთხვევაში საშვის მოქმედების ვადა 1 წლის ნაცვლად 9 თვით შემოიფარგლოს, ხოლო სწრაფი ტესტის პასუხის ვალიდურობა 24 საათით განისაზღვროს, ნაცვლად 48 საათისა. „მწვანე საშვები“ მხოლოდ ვაქცინირებული მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი და სწრაფი ტესტი ვეღარ დააკმაყოფილებს საშვის მოთხოვნებს.
რეგულაციების გამკაცრების მომხრეა იმუნოლოგი, გვიდო რასი. რადიკალური პოზიცია უჭირავს ვალტერ რიკიარდს, რომელიც გახლავთ ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანცას მრჩეველი. ჯანდაცვის სპეციალისტი სთავაზობს „მწვანე სერტიფიკატის“ მოხსნას მათ, ვინც უარს ამბობს მესამე დოზაზე.
სხვა ქვეყნების გამოცდილებების გათვალისწინებით, იტალიაში წარმოებული ვაქცინაციის კამპანია საკმაო ეფექტიანობით გამოირჩევა, აღნიშნულს მოწმობს სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის წევრის, ფაბიო ციცილიანოს განცხადებაც: „საშობაოდ პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. ჩვენ ანალიზის ფაზაში ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც გასულ წელს მოხდა, არ იქნება”. ნათქვამია იტალიურ გამოცემაში.
ამასთან საინტერესოა განახლებული მონაცემები იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობებთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ იმყოფება E კატეგორიის სიაში, რაც გულისხმობს იმას, რომ დასაბუთებული მიზეზის გარეშე შეუძლებელია საზღვრის კვეთა. დასაბუთებული მიზეზი დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით და მოიაზრებს სამუშაოს, სწავლას, მკურნალობას, გადაუდებელ აუცილებლობასა და იტალიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის სამშობლოში ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას. კოვიდ-ვაქცინირებულთათვის არ მოქმედებს განსხვავებული წესი.
აგრეთვე, არსებობს 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება, რომელიც სავალდებულოა 2 წლის ასაკიდან, იტალიის ტერიტორიაზე PCR ტესტის საფასურია 50-60 ევრო. საქართველოდან შესვლის შემთხვევაში სავალდებულოდ რჩება 10-დღიანი თვითიზოლაცია. თვითიზოლაციის ხარჯს მოქალაქე თავად ფარავს. მოქალაქე თავად ირჩევს სად გაატარებს თვითიზოლაციის პერიოდს და ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან არ არის გამოყოფილი სპეციალური ადგილი. თვითიზოლაციის გამონაკლისები ეხება :
● სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების;
● იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე);
● ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის;
● აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის.
სხვა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით
მოამზადა ელენი ლომთაძემ
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიაში, დანით მიყენებული ჭრილობის გამო, 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა
📌 ფლორენციის სარკინიგზო სადგურზე, სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო, განგაში გამოცხადდა (video)
📌 მატეო რენცი იტალიის აუცრელი მოსახლეობისთვის "ლოკდაუნს" ითხოვს?!
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...