იტალიაში ქართული ტურისტული კომპანიის „არგონავტების ოქრო“ პრეზენტაცია გაიმართა

იტალიაში ქართული ტურისტული კომპანიის „არგონავტების ოქრო“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დამფუძნებლებიც იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტები, ხათუნა შარაძე და ნინა მამუკაძე არიან.
როგორც დამფუძნებლებმა განაცხადეს, ახალი ტურისტული პლატფორმის, მიზანია საქართველოსა და მისი ტურისტული პოტენციალის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ქართული წარმოების მასშტაბურ პოპულარიზაციაში წვლილის შეტანა.
კომპანიის პრეზენტაცია სახელწოდებით „გაიცანი საქართველო“, ქალაქ კასტელანა გროტეში გაიმართა, სადაც მიწვეული იყვნენ ქალაქის მერი დომი ჩილიბერტი, საკრებულოს პრეზიდენტი მაურიციო ტომასო, საქართველოს გენერალური კონსული იტალიაში, ვახტანგ ანდღულაძე, ვიცე კონსული ხატია ჭელიძე და სხვა იტალიელი სტუმრები.
კასტელანა გროტეს მერმა, დომი ჩილიბერტმა, საქართველოს გენერალურ კონსულთან ვახტანგ ანდღულაძესთან ოფიციალური მიღება გამართა. ქალაქის პირველმა პირებმა, კონსულსა და ვიცეკონსულს ქალაქის მერიის შენობაში უმასპინძლეს და სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო დაახლოების, ქალაქების დაძმობილების, სამომავლო კულტურული ღონისძიებების, ღვინის ტრადიციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ფოტო-ვიდეო მასალა საქართველოს ტურისტული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესახებ, ქართველი იუველირების ხელნაკეთი სამკაულები და საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალების გამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულო.
„საქართველოს ტურისტული პოტენციალი არის უნიკალური, რომლის აღმოჩენაში, იტალიელ ხალხს „არგონავტების ოქრო“ დაეხმარება. ჩვენი დიდი სურვილია „არგონავტების ოქრო“ გახდეს ორი ქვეყნის მეგობრობის გაღრმავებისა და პატივისცემის ხიდი. პრეზენტაციაზე მყოფმა ქალაქის მერმა, დომი ჩილიბერტიმ აღფრთოვანება გამოხატა, ჩვენი ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული ფასეულობის ამსახველი დეფინიციის მოსმენისას -„სტუმარი ღვთისაა“, რომელიც კომპანიის სავიზიტო ბარათი გახლდათ. გარდა ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანისა, ვფიქრობ, ეს ამბავი სამოტივაციო მაგალითია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, მაგალითი იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია.“ - განაცხადა კომპანიის დირექტორმა ხათუნა შარაძემ.
„ჩვენი მიზანი საქართველოს, მისი კულტურისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა. ეს იქნება მუშაობის სრულიად განსხვავებული პრინციპი, ჩვენი ტურისტები, იქნებიან არა მხოლოდ ტურისტები, არამედ საქართველოს სტუმრები. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა, სპეციალურად კომპანიის სტუმრებისთვის შექმნილი საავტორო სამკაულის “ოქროს საწმისი”პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი კომპანიის ლოგოს იმეორებს. ვგეგმავთ, საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს, ოქროს მასტერკლასის ფარგლებში, თავად დავამზადებინოთ საკუთარი “ოქროს საწმისი”- განაცხადა „არგონავტების ოქროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინა მამუკაძემ.
„გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში, ქეთა სორდინი ჯაფარიძის მიერ საქართველოს ისტორიის, ღირსშესანიშნაობების, უნიკალურობის შესახებ მომზადებულმა პრეზენტაციამ სტუმართა აღფრთოვანება გამოიწვია.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფატი კახნიშვილის ხელნაკეთი აქსესუარებისა და სამკაულების ქართული ბრენდი „ზილფი“, თექის თვითნასწავლი ოსტატის, იტალიაში მცხოვრები ემიგრანტის, ლიზა ოთარაშვილის ნამუშევრები Lizetta, ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის ქართულ-მართლმადიდებლურ ტაძართან არსებულ, ქართულ ფოლკლორულ ანსამბლ „ნანილას“ ნაციონალური სამოსი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ანსამბლის ხელმძღვანელსა და ქორეოგრაფს, რიტა სიმსივეს.
ქართული თემატიკის საექსპოზიციო ნიმუშები, ფოლკლორული საკრავები და მინიატიურული ქორეოგრაფიული სამოსი წარადგინა ქართულ-იტალიურმა ასოციაციამ „იმედი“. „არგონავტების ოქროს“ სახელით მადლობას ვუხდით ასოციაციის პრეზიდენტსა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელს ცინარი ღვალაძეს.
საღამო მუსიკალურად გააფორმა, პიანისტმა და ქალაქ ბარის საკვირაო სკოლა „იმედის“ პედაგოგმა, ირმა ოტიაშვილმა.
იტალიელ და ქართველ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „ხაოს“ მარნის „საფერავი“. კომპანია მადლობას უხდის „ხაოს“ მარნის ექსპორტიორს ევროპაში, ბიზნესმენ კობა ლანჩავას.
იტალიურ ენაზე დაბეჭდილი სარეკლამო მასალა წარადგინა სარეკლამო კომპანიამ „Ideafix“. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ნაზი მაზანიშვლის „ზოდი პლუსის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს.
“არგონავტების ოქრო“ გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის „Centro servizio GeoHause“-ს დამფუძნებელს ხათუნა ბოლაშვილს, ასევე ქართველ ემიგრანტებს: მარიამ ქორიძეს, ქეთევან ღუღუნიშვილს, ქეთი მხეიძეს, თეონა ლომიძეს და თიკო მინდიაშვილს. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ნეაპოლში მოღვაწე ქართველ თარჯიმანსა და მედიატორს მაკა ხაჩოშვილს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი იტალიაში გახლდათ ჟურნალისტი და "ViviCastelanaGrotte"-ს ხელმძღვანელს დანიელა ლოვეჩე.
პროექტის მთავარ საინფორმაციო მხარდაჭერას მედიამაუწყებელი ExclusiveTV ახორციელებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება - იტალიაში, ქალაქ მერანოს ცენტრში ქართული ქვევრი დაიდგა
1745007035
სპორტიგიორგი ქოჩორაშვილი: მინდა, როცა „ლევანტეს“ დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა
„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა. „გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდ...
1745005379
ახალი ამბებივოლსკი რუბიოს განცხადებაზე: ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას
„ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილებების ეპოქა. ან შეცვლის ომის დღის წესრიგს მშვიდობის დღის წესრიგი და გადავრჩებით ყველა, ან შეიძლება სერიოზული პრობლემა დაუდგეს კაცობრიობას“, - ამის შესახებ პარლამენტის პ...
1745003725
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ აშშ მალე უარს იტყვის უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე, თუ არ იქნება პროგრესის მკაფიო ნიშნები
აშშ მზად არის უკრაინაში ომთან დაკავშირებით „სამშვიდობო ძალისხმევა“ შეწყვიტოს თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ა...
1745001906
მსოფლიოსტიქია იტალიაში - დაზარალებულ რაიონებში განგაშის წითელი ნიშნულია ამოქმედებული, საცხოვრებელი ადგილის დატოვება ასობით ადამიანს მოუწია
იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რეგიონები სტიქიური უბედურების ზონაა. ყველაზე რთული ვითარებაა პიემონტში, სადაც უხვმა ნალექმა მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ოლქში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. გ...
1745001149
ახალი ამბებიგია ვოლსკი: ელენე ხოშტარიას ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს პოლიციის მანქანაზე შეხტომის და ხულიგნობის, ფაქტია, იღებს უშველებელ რესურსს რუსეთის ბიუჯეტიდან
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ასე ღიად ფულის გადაცემა კონკრეტული ადამიანისთვის, იმისთვის, რომ მან გააჩინოს ბზარი საქართველოს ხელისუფლებას და ევროკავშირის ურთიე...