ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება - იტალიაში, ქალაქ მერანოს ცენტრში ქართული ქვევრი დაიდგა

ქართული ქვევრი, როგორც ღვინის ძეგლი, იტალიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, მერანოს ცენტრში დაიდგა.
ღონისძიებას მერანოს მერი დარიო დალ მედიკო, ფესტივალის დამაარსებელი ჰელმუდ კიოხერი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი დაესწრნენ.
„ქალაქ მერანოში დაიდგა ქვევრი, როგორც მონუმენტი, რომელზედაც დატანილია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და ასევე, რომ 8000 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოა ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა.
ამ მნიშვნელობის ფესტივალზე მსგავსი აქცენტი ქართულ ღვინოზე ძალიან დასაფასებელია, ვინაიდან მერანოს ღვინის ფესტივალი უკვე 30 წელია ტარდება და ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია“, - განაცხადა ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.
მონუმენტის გახსნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის ფესტივალის - მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში მოხდა.
„ღვინის სამშობლოდ ქართ
ული ღვინის პოზიციონირება ჩვენი ღვინის ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდა.
ის, რითაც ჩვენ მუდამ ვამაყობდით, ახლა გამყარებულია მეცნიერული კვლევებით, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა ღვინის სამშობლო, სადაც 8000 წლის განმავლობაში უწყვეტად ხდება ღვინის წარმოება.
ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღესაც ღირსეულ ადგილს ვიკავებთ მსოფლიო ბაზრებზე და მუდმივად ვითარდებით.
ჩვენი აღიარება მერანოს ფესტივალზე ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ჩვენ გვჭირდება ამ მოცემულობის მუდმივი და საინტერესო პოზიციონირება.
ჩვენი ისტორიის და ჩვენი დღევანდელობის უნიკალური სინთეზი სწორად უნდა წარვადგინოთ მსოფლიო ღვინის ბაზრებზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
* კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედი" დარღვევის გამო გააფრთხილა
* "ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ქართველების მიერ აშენებულ უძველეს ხიდს ანგრევს"
1743439673
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: საფრანგეთში მარინ ლე პენს თანხების გაფლანგვაზე თავზე დააშენეს ციხე და საქართველოში უამრავი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ ტერორად გვისაღებენ?!
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენის სასამართლო განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამიერიდან ყველა ელჩი, (განსაკუთრები...
1743438522
მსოფლიო„მეუბნებოდა რომ სრული იდიოტი ვარ“ - ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელმა გალანძღა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მას ნახევარი საათი ლანძღავდა და სრულ იდიოტს ეძახდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის...
1743437669
ახალი ამბებინათია თურნავამ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საინვესტიციო შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბ...
1743436367
ახალი ამბებითავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის: „იარაღის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, სალიცენზიო და...
1743433932
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვა, როგორ მივედით 2008 წლის ომამდე? სად იყო ხელისუფლება? რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან?
„საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც იმაზე თუ როგორ მივედით ამ ომამდე, ასევე, ამ ომის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე და ომის შემდგომ დაკავშირებულ ნაბიჯებზეც, სად იყო ხელი...