“კალაბრიაში, წელს 6 ემიგრანტი გარდაიცვალა, მათ შორის ოთხი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს“ - რას ჰყვება ქართველი იურისტი

exclusivetv.ge გასულ კვირას, იტალიაში, რეჯიო-დი-კალაბრიაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ წერდა. 4 დეკემბერს იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს საემიგრაციო და სრულიად ქართული საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა.
იტალიურ მედიაში გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტ,ი სუიციდის მსხვერპლი გახდა. იტალიური მედიის ცნობით, აწ გარდაცვლილი ემიგრანტი, დამსაქმებელი ოჯახის საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა.
exclusivetv.ge რეჯიო-დი-კალაბრიაში მოღვაწე ქართველ იურისტს, ნინა წიკლაურს დაუკავშირდა.
- საქმე ის არის რომ კალაბრიაში წელს 6 ქალბატონი გარდაიცვალა, მათ შორის ოთხი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. იტალიელებს პასუხს არავინ სთხოვს და სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით, მე ეს საკითხი არაერთხელ დავაყენე, რომ გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა საქმის გამოძიების სურვილი გამოთქვან და რამდენიმეს თვითონვე დავუკავშირდი, მაგრამ, სამწუხაროდ უარი მივიღე.
- ქალბატონო ნანა, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში რა სამართლებრივი ფორმები არსებობს? რა პროცედურებია საჭირო და ვის უნდა მიმართოს, საქმის გამოძიებით დაინტერესებულმა პირმა?
- იმ შემთხვევაში თუკი გარდაცვლილი პირების ოჯახებს, გამოძიების დაწყების სურვილი ექნებათ, ვინაიდან ამ ტიპის მოვლენები მომავალში აღარ უნდა განმეორდეს, პროცედურების დაწყებისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო. ასეთ დროს, რომში არსებული საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშეც საკმარისია, ასევე ადვოკატების აყვანაც არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას.
მეც ძალიან ვწუხვარ ქალბატონი გალინას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვფიქრობ, რომ იტალიაში აღარ არის 18 წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც მე ემიგრანტი გავხდი, როდესაც ასეთ საკითხებზე ჯერ კიდევ არაფერი იყო ცნობილი.
ერთია, რომ ასაკიანი და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალბატონები უნდა მოერიდონ ემიგრაციაᲨი წასვლას, რადგან არის დაავადებები რომლებიც ასაკთან ერთად, უფრო და უფრო რთულდება და მეორე ის რომ კალაბრიაში, მიუხედავად იმისა რომ მთელი ქალაქი ე.წ. „დამსაქმებლებად“ არის გადაქცეული, არ არის დახმარების თხოვნის არანაირი ბარიერი. საკმარისია ყველამ განაცხადოს გასაჭირი და ერთმანეთს ასწრებენ დახმარების, ხელის გამართვას.
- თქვენი აზრით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები რატომ იკავებენ თავს?
- ჩემი, როგორც იურისტის აზრით, ეს საკითხი ორი მიზეზით განისაზღვრება. პირველი არის ის, რომ ქართველებს არ სჯერათ მართლმსაჯულების, მით უფრო იტალიური მართლმსაჯულების, ისევე როგორც უნდობლობას გამოხატავენ ქართული მართლმსაჯულების მიმართ. გამომდინარე აქედან ფიქრობენ რომ უბრალოდ დროის კარგვაა.
მეორე საკითხად გამოვყოფდი, ჩვენს არაჯანსაღ დამოკიდებულებას ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ასევე არ გვაქვს მართლმსაჯულებასთან ურთიერთობის და საჩივრის დაწერის კულტურა. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩვენი ცუდი გამოცდილების ბრალიც იყოს, რადგან ნდობა დაბალი გვაქვს.
სამწუხაროდ „ყასბები“ ყველა რეგიონში არიან, მაგრამ დღეს ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის ყველანაირი სამართლებრივი ფორმა და მომსახურება ხელმისაწვდომია. მაგრამ პოლიციის ატაშეც და პოლიციაც უძლურია, როდესაც ოჯახი საჩივარზე უარს ამბობს.
იურისტი: ნინა წიკლაური
მკითხველს შევახსენებთ, რომ ნინა წიკლაური ასევე გახლავთ ასოციაცია „კულტურული მოძრაობა ქართველები-იტალიაში“, ასევე მუხრან მაჭავარიანის სახელობის, საკვირაო სკოლის დამფუძნებელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 “ამ ქალაქში თავი არ მოიკლათ!“ - რა ისტორიებს იხსენებს ემიგრანტი ანა ბურდული
📌 „ემიგრანტი თუ არ ხართ ვერ მიხვდებით „გადმოვარდა" რომ აივნიდან არ იქნებოდა... პირადად ვიცნობ ქალებს ფსიქიკურად შეშლილმა მოხუცმა თავი რომ გაუტეხა ჯოხით“
1741082834
ახალი ამბებიირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...
1741081497
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ, ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, არ არიან დაინტერესებულები, უკრაინაში ეს ომი დასრულდეს
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს ტრამპის წინააღმდეგ - ამაში ჩართულები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები, ასევე, ჩვენი ოპოზიციაც, ვინაიდან ისინი „დიფ სთეითს“ ემსახურებიან და არ არ...
1741081056
ახალი ამბებითბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა
თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...
1741079387
საზოგადოებაჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას
ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...
1741078518
საზოგადოებალევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია
მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...