რა იცვლება 6 დეკემბრიდან - იტალია ახალი რეგულაციების მოლოდინში

იტალიის პრემიერი - „მწვანე ბარათის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ რისკები და ამავე დროს გადავარჩინოთ შობა“
,,ვაქცინირებულებისთვის იქნება ჩვეულებრივი შობა’’ - სწორედ ამ ახალ კოვიდის რიცხვის შემცირების იდეაზე ისაუბრა იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ თავის შეჯამებაშიც.
მინისტრთა საბჭო ამტკიცებს დადგენილებას რომლის თანახმად, 6 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, ეგრეთ წოდებული სუპერ მწვანე ბარათი, ან მწვანე სერტიფიკატი შედის ძალაში, რომელიც მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც უკვე გადაიტანეს კოვიდი ან ვაქცინირებულები არიან.
აი რა იცვლება 6 დეკემბრიდან
თეთრ ზონაში, სწრაფი ტესტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ადამიანები სამსახურში დაუშვან ან ტრანსპორტით შეძლონ გადაადგილება, მაგრამ ასე არ იქნება რესტორნებში და სპორტდარბაზებში. იმ რეგიონებში, რომლებიც მიეკუთვნებიან ყვითელ ან ნარინჯისფერ ზონას ჩამოთვლილი შეზღუდვები გავრცელდება მხოლოდ არავაქცინირებულებზე. გარდა ამისა გამკაცრებულია კონტროლი სკოლებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე, რადგან ამ დაწესებულებებში ყველა ადამიანი უნდა იყოს აცრილი. ეს გადაწყვეტილება ემსახურება შობის გადარჩენას, ინფექციის ზრდის ,,პრევენციას’’, ტურისტული ოპერატორებისთვის და ყველა ეკონომიკური საქმიანობისთვის ნდობის ამაღლებას. ,,ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ნორმალური მდგომარეობა, არ გვინდა რისკები. გვინდა რომ ვიყოთ გახსნილები, გავიდეთ გარეთ გასართობად, საყიდლებზე, დავამარცხოთ სიღარიბე და გვყავდეს სკოლაში ბედნიერი ბავშვები’’- თქვა დრაგიმ.
დრაგიმ არჩია პროცესის დაჩქარება, მიუხედავად იმისა რომ იტალიაში ინფექციის მონაცემები კონტროლის ქვეშაა, განსხვავებით იტალიის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებისგან, სადაც მონაცემები სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება. ამიტომ, საჭიროა თავიდან არიდება მოცემული სიტუაციისა და იმის გახსენება, თუ სად იყო იტალია გასულ წელს. მიუხედავად იმ გაუგებრობის შექმნისა, რომელიც კავშირშია იმ ადამიანებთან, რომლებიც ვაქცინის წინააღმდეგები არიან და ყოველთვის იცავენ მათ არჩევანს, დაწყებული ჩრდილოეთ ლიგის მდივნის მატეო სალვინისგან. ლიგამ, როგორც საკონტროლო ოთახში, ისე მინისტრთა საბჭოში დააფიქსირა თავისი "დაბნეულობა" სუპერ მწვანე ბარათის შემოღების შესახებ (ამით არავაქცინირებულებისთვის კინოების და დისკოთეკების კარი იხურება) თუნდაც თეთრ ზონებში, სადაც ინფექციის გადაცემის რისკები შედარებით დაბალია.
,,მაგრამ მთავარი პრინციპი რომელმაც მოგვცა შთაგონება ამ იდეისა, წამოვიდა რეგიონებიდან.’’- ამბობს პრემიერი. როგორ ავიცილოთ თავიდან დახურვა? პასუხია დაწესდეს ჩაკეტვა მხოლოდ წითელ ზონაში, ხოლო თეთრ, ყვითელ და ნარინჯისფერ ზონებში მოგზაურობის შეზღუდვები და სხვა მზარდი აკრძალვები მხოლოდ არავაქცინირებულების. ვირუსის კონტროლის მიზნით, შემოვა მწვანე ბარათის ქონის ვალდებულება, (ასევე იმოქმედებს სწრაფი ტესტები) თუნდაც სასტუმროებში და რეგიონულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ავტობუსებში, მეტროში (ალბათ შემთხვევითი შერჩევის გზით). ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანა განხეთქილებამ მოიცვა, მაგრამ მთავრობის არჩევანი ნათელია’’- ამბობს პრემიერი.
დრაგიმ ასევე სურვილი გამოთქვა, რომ მოცემული კამპანია გაფართოვდეს და კამპანიაში ჩაერთონ ბავშვებიც, რაც შეიძლება მალე. პრემიერის განცხადებით, მან უკვე გაიკეთა მესამე დოზა, მაგრამ აგრეთვე ისიც თქვა რომ მთავრობს მიზანს არ წარმოადგენს იმ ადამიანების მოსაზრებების დაუფასებლობა, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ ვაქცინას, არამედ მათი მიზანია ვაქცინის მიმართ ნდობის ამაღლება. თუ მთავრობის ეს წამოწყება წარმატებული იქნება, თუ ეკონომიკა წინ სვლას განაგრძობს ეს იქნება საუკეთესო გზა იმ ადამიანების დასარწმუნებლად რომლებშიც ნდობა დაბალია.
ის გაუგებრობები რომლებიც წარმოიქმნა საკონტროლო ოთახში ჩრდილოეთ ლიგის მხრიდან, ფედერიკო ფრენის მიერ ჩატარებულ მოხსენებაზე, მიუხედავად ამისა, ლიგამ კენჭის ყრისას დადებითი პასუხი დააფიქსირა. „იმისათვის, ვინც არის აცრილი და ვინც არ იცრის, კონფლიქტის ჩასახშობად, მთავრობა უნდა იყოს ერთიანი“, - განაცხადა დრაგიმ. ვაქცინის მოთხოვნა მასწავლებლებისა და სამართალდამცველებისთვის კამათს იწვევს. ერთ-ერთი შესაძლო ხარვეზი ეხება საშობაო არდადეგებზე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ტურისტებსაც.
მთავრობის შემაჯამებელ სხდომაზე ისიც ითქვა, რომ დეკემბრისთვის შესაძლოა საჭირო იქნეს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაც. „ვერ ვბედავ რაიმეს თქმას ვადამდე ერთი თვით ადრე, თორემ კასე მსაყვედურობს’’- იხუმრა პრემიერმა. მაგრამ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ხელმისაწვდომი იყოს მთელი ჯანდაცვის სამობილიზაციო დაწესებულება, თუ საჭირო იქნება ვადის გახანგრძლივება ასეც იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში არა.’’
სტატია წყაროზე დაყრდნობით მოამზადა, ფატიმა დიხამინჯიამ
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიის ერთ-ერთი რეგიონის რიგი ქალაქები, წითელ ზონაში გადადიან - ცხადდება კომენდანტის საათი
📌 უნდა ჩააბაროთ თუ არა იტალიური ენის გამოცდა, იტალიის მოქალაქეობის მისაღებად
📌 რომის პაპის მიმართვა ახალგაზრდებს - „იოცნებეთ და იყავით მშენებლები ნანგრევებს შორის“
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...