რომის პაპის მიმართვა ახალგაზრდებს - „იოცნებეთ და იყავით მშენებლები ნანგრევებს შორის“

„ყველაზე საინტერესო და შრომატევადი ამოცანა, რომელიც გეძლევა არის ფეხზე მყარად დგომა, მაშინ როდესაც ყველაფერი ინგრევა. იყავით მშენებლები ნანგრევების შუაგულში“
ეს მიმართვა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საზეიმო წირვაზე, ეპარქიის დონეზე აღნიშნულ ახალგაზრდობის მსოფლიო დღეზე გაჟღერდა, რომელიც უკვე 36-ე აღნიშვნის წელს ითვლის. 21 ნოემბერს, რომის პაპის, ფრანცისკე I-ის გზავნილების ძირითად ადრესატებს სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენდნენ. პონტიფიკოსმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მეოცნებე თაობაზე საუბარს, პაპმა ოცნებას უნარი უწოდა, ხოლო ნაადრევ სიბერედ, მის გარეშე ცხოვრება მიიჩნია.
ფრანცისკე I-ის მესაში ძირითადი აქცენტები ამგვარად დეკლარირდება: - ოცნება, გამოფხიზლება და მომავლის გაბედული თვალით აღქმა. მისი თქმით, „მეოცნებეებს იმედის შუქი აუწყებს ხვალინდელ დღეს“. პაპმა მადლიერება გამოხატა იმ მეოცნებე ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ვნებიანად მზად არიან, ჩვენი სამყარო უფრო ლამაზი და ჰუმანური გახადონ, საკუთრივ ასრულებული ოცნებებით“.
პაპის მიმართვა, აგრეთვე, შეეხო დიადი იდეალების ჩახშობისკენ მიდრეკილ სამყაროში სოლიდარობის გავრცელების მნიშვნელობასა და პიროვნების ღირსებისთვის ბრძოლას: - „გმადლობთ, როცა ძმობის ოცნებას ავითარებთ, როცა შემოქმედების ჭრილობები გულში გაქვთ, იბრძოლეთ ნაკლებად ძლიერი პიროვნების ღირსებისთვის და გაავრცელეთ სოლიდარობის სულისკვეთება“.
„ნუ დაკარგავთ ამ სამყაროში ოცნებების უნარს! ნუ იცხოვრებთ ძილში, ანესთეზირებულად, არამედ, ვიოცნებოთ ცოცხლად, ეს გვეხმარება ჩვენ, უფროსებს და ეკლესიას. დიახ, ჩვენ ისევე გვჭირდება ოცნება, როგორც ეკლესიას, ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდების ენთუზიაზმი, რათა ვიყოთ ღვთის მოწმეები, უფლის რომელიც მარად ახალგაზრდაა!" - დასძინა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.
„ზეცაში ყურება მისაღებია დაბლიდან მაღლა, არა იმისთვის, რომ გავექცეთ რეალობას, არამედ იმისათვის, რომ გადავლახოთ ცდუნება და დავრჩეთ მიწაზე ჩვენს შიშებთან ერთად, საფრთხის შემცველია საკუთარ ფიქრებთან ჩაკეტვა და თვითგვემა“
„და კიდევ მინდა გითხრათ, - დასძინა პონტიფიკოსმა - ბევრი თქვენი ოცნება შეესაბამება სახარებას. ძმობა, სოლიდარობა, სამართლიანობა, მშვიდობა: ეს იგივე იესოს ოცნებებია კაცობრიობისთვის". „ნუ შეგეშინდებათ მასთან შეხვედრის - მოუწოდა მან ახალგაზრდებს, მას უყვარს თქვენი ოცნებები და გეხმარებათ მათ ახდენაში. კარდინალმა მარტინიმ თქვა, რომ ეკლესიას და საზოგადოებას სჭირდება "მეოცნებეები, (ღამის საუბრები იერუსალიმში. რწმენის რისკის შესახებ, გვ. 61). გისურვებთ იყოთ ამ მეოცნებეთა შორის!".
სტატია წყაროზე დაყრდნობით მოამზადა, ელენი ლომთაძემ
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=UavEArtPZKU
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ევროპის საზღვრები, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან მოგზაურების მსურველთათვის მკაცრდება
📌 იტალია ახალი რეგულაციების მოლოდინში - ექსპერტთა დასკვნა
📌 ვის შეუძლია მიიღოს “DISOCCUPAZIONE“ - უმუშევრობის შემწეობა
1741185730
სპორტისაქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია
ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...
1741185632
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...
1741182783
სპორტითბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...
1741181949
სპორტიარნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...
1741180432
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7858 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7905 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...