"ბავშვსაც მივცეთ უფლება, უბრალოდ იყოს, შეეშალოს - არ სჭირდებათ ბავშვებს თავისუფლების სწავლა, რადგან ეს მათი ბიოლოგიური მდგომარეობაა" - ფსიქოლოგის მიმართვა მშობლებს

"ბავშვებს არ სჭირდებათ თავისუფლების სწავლა, რადგან ეს მათი ბიოლოგიური მდგომარეობაა.
მიეცით ბავშვს უფლება გადააადგილოს საკუთარ ოთახში ავეჯი, ისე, როგორც უნდა, მომავალში კი შეცვლის სამყაროს. იქნება დიდი ცვლილებების იდეის ნაწილი",- ამის შესახებ კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე აცხადებს.
"ჩაკიდეთ ხელი და წაიყვანეთ თქვენთან სამსახურში, აჩვენეთ თქვენი სამყარო, მაგიდა, კოლეგები (თუ თქვენ სამუშაო ადგილზე ეს არ შეიძლება, უბრალოდ დაფიქრდით, გინდათ ამ სიცარიელეში ყოფნა?).
გაიცანით ბავშვის სამყარო.
დაჯექით მის ოთახში იატაკზე, გამოჰკითხეთ ნახატებზე, ისტორიებზე, მეგობრებზე.
დაწექით და ჭერში აიხედეთ, ილაპარაკეთ.
თუ ბავშვი მოზრდილია, წაიყვანეთ მინდორში, უყურეთ ცას და ეს ცა უკვე სამუდამოდ თქვენია, თქვენ ხომ ის გაიყავით.
არ მოახვიოთ თავს თქვენი ინტერესები, თქვენი წარმატებული პროექტები, თუ დიზაინერი ხართ, არ ასწავლოთ ხატვა.
არც მუსიკა ასწავლოთ, თუ მუსიკოსი ხართ, მას ხომ ერთადერთი შანსი აქვს, იყოს ის, ვინც არის, ნუ შეეცდებით საკუთარი თავის გამეორებას.
ასწავლეთ სიყვარული, მოუყევით თქვენს სიყვარულზე.
ასწავლეთ ისიც, რომ სიყვარული ზოგჯერ მტკივნეულია, რომ აუცილებელია ისწავლოს პატიება, რომ უყვარდეს „მიუხედავად" "მაგრამ“-ის გარეშე.
მიეცით უფლება გავიდეს ეზოში ფერადი ცარცების ყუთით და დაურიგოს სხვებს.
დახატოს, დაწეროს, თქვენ კი უფროსების სხვა პლანეტიდან დააკვირდით, როგორ ხდება თქვენი ბავშვი თავისი თავი, თქვენს გარეშე, მაგრამ თქვენ თვალწინ.
ასე ის ცხოვრობს ბედნიერად, იხსენებს ცარცს, მაგიდას, ცას, ავეჯს, რომელსაც სულ ადგილს უცვლიდა თავის ოთახში - თავისით.
ცვლიდა განათებას - სურვილის მიხედვით.
კედლებიდან მომზირალ ნახატებს - ასაკის მიხედვით.
ცისარტყელა, პეპლები, ბარბები, მომღერლები, სასწავლო ცხრილები, მხატვრების ნახატები - ჩემ შემთხვევაში ასე იყო.
ბედნიერება თავისუფლებაშია.
არ ასწავლოთ იყოს გენიოსი.
არ დააჩქაროთ, არ ასწავლოთ ხუთი ენა.
დააკვირდით, როგორ უყურებს თაროზე შემოლაგებულ წიგნებს, ჯერ დაბლიდან მაღლა, მერე ფეხის წვერებით წამოწეული, მოვა დრო და თავად მისწვდება თაროს, არ დაეხმაროთ ჩამოღებაში.
მთავარია, რომ თაროები ჰქონდეს.
თავად მისწვდება.
ასწავლეთ საკუთარ თავს, არ იყოთ პირველი, არ იყოთ გამარჯვებული, არ იყოთ ხუთოსანი
მიეცით თავს უფლება, დაისვენოთ და იყოთ ის, რაც ხართ.
ბავშვსაც მივცეთ უფლება, უბრალოდ იყოს, შეეშალოს.
ემსახუროს არა მოთხოვნებსა და ნორმებს, არამედ თავის შთაგონებას და ტალანტს, შინაგან ძახილს, ბუნებრივ მოწოდებას.
ვასწავლოთ, რომ არ იყოს არავინ, საკუთარი თავის გარდა. „ხუთოსანი“ როლია. მისი თამაში ადვილია, უბრალოდ უნდა იყო ისეთი, როგორსაც შენგან მოითხოვენ სხვები, მასწავლებლები, უფროსები.
იყო საკუთარი თავი - ძნელია", - აცხადებს კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
* რა გელოდება დღეს? - 28 აგვისტოს ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
* წვეულებაზე სატვირთო შევარდა - წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც
1743615549
სპორტიისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია
ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურ...
1743613806
მსოფლიოდონალდ ტრამპმა შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უახლოეს კვირებში გადადგება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება. ამის შესახებ ინფორ...
1743611962
მსოფლიოჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჯორჯია მელონის თქმით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა სავაჭრო ომი თავ...
1743611575
ახალი ამბებიდიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომ...
1743608277
ახალი ამბებიგელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...