ხელ-ფეხი ხშირად გეყინებათ? - რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა მოიქცეთ

ბევრს მიაჩნია, რომ გამუდმებით გაყინული ხელებისა და ფეხების მიზეზი სისხლის ცუდი მიმოქცევაა.
მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
სინამდვილეში, სისხლის ცუდი ცირკულაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება რეალობას.
საქმე ისაა, რომ სისხლძარღვები ორგანიზმის სისხლით მომარაგებისას სხეულის კომფორტულ ტემპერატურასაც უზრუნველყოფს.
როცა გარეთ ტემპერატურა ეცემა, ანუ აცივდება, კანის რეცეპტორები ტვინს მყის აძლევს დავალებას, მიიღოს ზომები.
პასუხად, კიდურებში სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც სხეულის შიგნით, სადაც მნიშვნელოვანი ორგანოებია განლაგებული, საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ეს პროცესი ეხმარება ორგანიზმს, სიცოცხლე შინარჩუნოს კრიტიკულ მომენტებში.
მაგრამ ზოგ ადამიანს ეს მექანიზმი ტემპერატურის უმცირესი ცვლილებისთანავე ერთვება.
ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევების თანახმად, მსგავსი რამ ყველაზე ხშირად ქალებს ემართებათ, ვინაიდან მათი ჰორმონები გამუდმებით მერყეობს.
საუბარია ესტროგენებზე, რომლებიც, მათ შორის, სხეულის ტემპერატურაზეც აგებს პასუხს.
ამიტომაც ქალები უფრო მგრძნობიარეები არიან სიცივის მიმართ, ვიდრე მამაკაცები.
გარდა ამისა, მუდმივად სიცივისადმი მაღალი მგრძნობელობა ასევე მეტყველებს მაგალითად, სისხლში რკინისა და ვიტამინ В12-ის დაბალ დონზე.
როგორ მოვიქცეთ, თუ ხელები და ფეხები მუდმივად გაყინული გვაქვს?
✔️ უპირველესად, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე გამორიცხეთ, რომ არანაირი სერიოზული დაავადება არ გჭირთ.
✔️ შეიცვალეთ ცხოვრების წესი: მეტი იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ. კარგი მეთოდია აბანო, რომელიც კიდეც ათბობს, კიდეც აახალგაზრდავებს და კიდეც კურნავს. აბანოს შემდეგ ორგანიზმის ყველა სისტემა გაორმაგებული ძალით იწყებს მუშაობას და გაყინული კიდურებიც თბება.
✔️ ყურადღება მიაქციეთ კვებას: მიიღეთ სრულფასოვანი საკვები, სვით ბალახეული ჩაი. განსაკუთრებით კარგია ჯანჯაფილის ჩაი (ჯინჯერი). დაივიწყეთ ყველა მავნე ჩვევა: მოწევა და ალკოჰოლი. განსაკუთრებით ცუდ გავლენას კიდურების სიცივეზე ნიკოტინი ახდენს, რომელიც სისხლძარღვების სპაზმსა და სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.
✔️ უარი თქვით ტანზე მოტკეცილ-მოჭერილ სამოსზე: მაგალითად, წინდებზე, ბანდაჟზე... და ასევე ფეხსაცმელზე.
✔️ არ დაგავიწყდეთ თბილად ჩაცმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გადაჭარბებულად. ზედმეტად „მძიმე“ ჩაცმა სისხლის მიმოქცევისთვის ხელშემწყობი ფაქტორი არ არის.
დაბოლოს: ექიმების თქმით, მუდმივად ცივი კიდურების მიზეზი შესაძლოა სერიოზულ დაავადებაზე მეტყველებდეს, ამიტომ თუ ხელ-ფეხის გაცივება ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, დროა ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 რატომ არ უნდა გეშინოდეთ პანიკური შეტევების?!
🔲 გაციების სეზონი - პრაქტიკული რჩევები ექიმისგან
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...