ხვალ ბარბარობაა - რატომ აცხობენ ამ დღეს ლობიანს?

ხვალ, 17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, ამ დღეს ყველა ოჯახში აცხობენ ლობიანს. რა კავშირიშია ეს ტრადიცია დღესასწაულთან, ამ კითხვაზე დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი პასუხობს.

მისი თქმით, ლობიანს რელიგიურ დღესასწაულთან არანაირი კავშირი არ აქვს და ის უბრალოდ წარმართული ტრადიციის გადმონაშთია.

„ქრისტიანობისთვის დღესასწაულებთან დაკავშირებით რიტუალურად რაიმე სახის საზრდოს მომზადება, შეწირვა უცხოა. იშვიათი გამონაკლისი ძველი მსოფლიოს თვალთახედვიდან გამომდინარე, სიმბოლური დატვირთვით გვხვდება: პური, ღვინო, თევზი და წითელი კვერცხი. მათ მნიშვნელობებზე სხვა დროს ვისაუბროთ. საზრდოს შეწირვა წარმართული რელიგიებისთვის იყო დამახასიათებელი. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დიკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. ხაზგასმით ვამბობ, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება. მან ნელ-ნელა ხალხში გავრცელება ჰპოვა. ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა. ამგვარი რენესანსები გაუთვითცნობიერების ნაყოფი იყო. წარმართობის გაღვიძება სულიერი და კულტურული ჩავარდნის ეპოქაში ხდებოდა. გაიგივების გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.

კალენდარულად ერთი ფაქტორიც მოქმედებდა. ბარბალეს დღესასწული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ, მზის ღვთაების შობამდე. მზის–ლილეს შობას ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისსა და 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით ამერიკის კონტინენტიდან ახალი კულტურული ჯიშების აქტიურმა პოპულაციამ ჩვენშიც ასახვა პოვა. ღვეზელის შემადგენლობაში ლობიომ დაიმკვიდრა. ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია. მეტი განმარტებისთვის: ლობიანის გამოცხობა და მიღება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ წმიდა ბარბარესთან არაფერ კავშირშია“, - ამბობს ლევან ფიროსმანაშვილი.

შეგახსენებთ, წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735559174

საზოგადოება

„მე და ჩემი ოჯახი მთელი სიცოცხლე ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ამას ვაკეთებთ ჩუმად სიტყვების და ყვირილის გარეშე“ - გელა ფოცხიშვილი

„საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი”, გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. ხელმძღვანელი გელა ფოცხი...

გელა ფოცხიშვილი

1735556022

ახალი ამბები

„10 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს“ სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!“ - თეა წულუკიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი  ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს მიმართავს. „გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაც...

მინისტრი

1735551371

სოციალური მედია

„წამოიზარდა“ – ნუცა ბუზალაძე ლაშა ბექაურის ვიდეოს აშარჟებს

24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ოლიმპიურმა ჩემპიონის ლაშა ბექაურის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება.  სოციალურ ქსელში ბექაური...

ნუცა ბუზალაძე

1735546575

ახალი ამბები

„დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმატებულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის უზრუნველყოფას“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩებს გაკისრიათ უდიდესი პასუხისმგებლობა, ღირსეულად წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე, რასაც ასე წარმატებით უძღვებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყა...

მიხეილ ყაველაშვილი

1735545699

საზოგადოება

„დღეს ილაკოს დღეა“ – დათო ხუჯაძის შვილი იუბილარია

მომღერალი დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს იგი იუბილარია. „დღეს ილაკოს დღეა“, - წერს მომღერალი. მომღერალმა უამრავ მილოცვას მიიღო: „გილოცავ და ვულოცავ პრინცესას დაბი...

დათო ხუჯაძის შვილი იუბილარია