"ომიკრონი" შესაძლოა 5-7 მეტრზეც კი გავრცელდეს - ის გავრცელების სიმარტივით "წითელას" ჰგავს

"გავრცელების სიმარტივით ომიკრონი წითელას ჰგავს და კორონავირუსის ეს შტამი, შესაძლოა, დაინფიცირებული ადამიანიდან 5-7 მეტრის მანძილზე მყოფ ადამიანს გადაედოს იმ შემთხვევაში, თუ მათ პირბადე არ უკეთიათ ან წესების დარღვევით მოიხმარენ", - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ომიკრონის შემთხვევაში დაინფიცირების რისკები გაზრდილია არა მხოლოდ ამ შტამის მაღალი გადამდებლობის, არამედ იმის გამოც, რომ საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის მაღაზიებში, მოქალაქეები დისტანციას აღარ იცავენ, შიდა სივრცეებში ხდება დასაშვებზე მეტი ადამიანის თავმოყრა.

გარდა ამისა, ინფექციონისტის თქმით, ადამიანები პირბადეს წესების დაცვით აღარ ატარებენ – ექიმის რეკომენდაციაა, სამედიცინო პირბადე ყოველ საათში, მაქსიმუმ კი 2-3-საათიანი მოხმარების შემდეგ გამოვცვალოთ, რადგან ხანგრძლივი ხმარების შემთხვევაში ის კარგავს დამცველობით უნარს.

"ახლა ადამიანები იმდენად აღარ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, როგორც ეს ადრე იყო – თქვენ გახსოვთ, რომ მაღაზიებში დიტანცია იყო დაცული, ახლა კი რიგები დგას, დისტანციაც დარღვეულია, ხშირად ადამიანებს პირბადე არ უკეთიათ ან უჭირთ მისი ხშირ-ხშირად გამოცვლა.

იდეალურია, თუ პირბადეს ყოველ ერთ საათში გამოვიცვლით, თუმცა 2-3 საათში მაინც აუცილებლად უნდა შევცვალოთ, რადგან დიდი ხნის გამოყენებული პირბადე წვეთებისთვის ბარიერი აღარაა", – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მისი განმარტებით, ინფიცირებულებისა და არაინფიცირებულების მიერ ნიღბის სწორად ტარება დაავადების გადაცემის რისკს 50-60%-ით ამცირებს, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შემდეგი სამი გზით ხვდება:

1. ძალიან წვრილი რესპირაციული წვეთების და აეროზოლის ნაწილაკების ინჰალაცია (შესუნთქვა) .

2. რესპირაციული წვეთების და ნაწილაკების პირდაპირი მოხვედრა პირის, ცხვირის ან თვალის დაუცველ ლორწოვან გარსებზე;

3. ლორწოვან გარსებზე ხელით შეხება, რომლებიც დაბინძურებულია უშუალოდ ვირუსის შემცველი რესპირაციული სეკრეტით ან ხელი შეეხო იმ ზედაპირს, რომელზედაც ვირუსი მოხვდა.

სხვა სიახლეები:

🔲 რევაზ ბოჭორიშვილი: ცრუ უარყოფითი პასუხების სიმრავლე ტესტის არასწორად გაკეთების შედეგია, რადგან საფრანგეთში ტესტის 99%-ი სწორედ "ომიკრონის" შემთხვევას ადასტურებს

🔲 პოლიციამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

🔲 სელფები მოპარულ ევროებთან - ბარში შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741508138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი