თეა დარჩია: ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის

თეა დარჩია სოციალურ ქსელში ომის თემაზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

"მე როგორც მივხვდი, კაცები საერთოდ არ უნდა გააკარო პოლიტიკას და მით უმეტეს, სახელმწიფოს მართვას, რადგან ბავშვობაში ომობანას თამაშს ზრდასრულობაშიც აგრძელებენ და ამით იმყარებენ პირად ეგოისტურ ამბიციებს!!!

ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, რადგან სიცოცხლის ფასი იცის!!!

ვიცი, ყველაფერთან ერთად, ფემინისტობასაც დამაბრალებთ, მაგრამ არა უშავს, მიჩვეული ვარ….

პოლიტიკაში ქალები უნდა იყვნენ და სასურველია დედები, რომ სხვისი შვილების ჟლეტა აზრადაც არ მოუვიდეთ, რადგან იციან, რა სიმწარეა ბავშვის გაჩენა და გაზრდა, ქალებმა ზუსტად იციან, რამხელა ძალისხმევა და თავგანწირვა სჭირდება ადამიანის ადამიანად გაზრდას და მის ფეხზე დაყენებას!!!

ქალი ომს არასოდეს დაიწყებს, არასოდეს!!!!

ქალი ბავშვობაშიც დედაშვილობანას თამაშობს თოჯინებით, ის ბავშვობაშიც აშენებს, ხან ოჯახს და ხან ცხოვრებას!!!

აშენებს და არა ანგრევს, აჩენს და არა კლავს და ანგრევს!!!

რატომ გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი იესო პირველად ქალს?

რადგან იცოდა, რომ კაცს გულისხმიერება არ ეყოფოდა იმის დასაჯერებლად, რომ სამი დღის გარდაცვლილი იესო დაენახა და ეცნო, რატომ გამოგვიგზავნა პატარა 14 წლის წმინდა ნინო ღვთისმშობელმა საქართველოში მართლმადიდებლობის საქადაგებლად?

რადგან იცოდა, რომ ქართველი მხოლოდ სუფთა პატარა გოგოსას თუ ირწმუნებდა და ისიც დედოფლის დახმარებით, რატომაა ყველა უმთავრესი ქართული სიტყვის ფუძე დედა, იმიტომ, რომ ქალი და მით უმეტეს, დედა არის ის, რაც ყველაზე და ყველაფერზე ახლო დგას სიმართლესთან, სიკეთესთან  კეთილგონიერებასა და ჭეშმარიტებასთან!!!!

აბა, მეცით ახლა და გამრდღვენით!..",- წერს დარჩია.

სხვა სიახლეები:

🔲 "ვინც შაქარს და მარილს ჭარბად იმარაგებს, საერთოდ არ კითხულობს თქვენს მიერ დადებულ პოსტებს" - მამუკა გურული

🔲  "ბრძოლის დროს დამეკარგა პირადობის მოწმობა და რუსებს ჩაუვარდა ხელში - რუსული ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვარ ტყვედ" - ქართული ლეგიონის წევრი

🔲 უკრაინაში სამშობიაროს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა - დაიღუპა მისი არ დაბადებული შვილიც

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741103018

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს

 ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...

არჩილ გორდულაძე

1741099772

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...

საქართველოს პარლამენტი

1741099714

ახალი ამბები

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...

საქართველოს პარლამენტი

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე