როდის იყო კაცები ასე ჩუმად მიდიოდნენ საყვარელი ქალისგან?! - ემიგრანტი საფრანგეთიდან

საფრანგეთში მცხოვრები, ემიგრანტი, მწერალი დიანა მირცხულავა, სოციალურ ქსელში წერს:
„პატარა ოთახში, სადაც ორი მკვდარი სული ვცხოვრობდით, ერთადერთი ცოცხალი არსება ხავერდის ფოთლებიანი ქოთნის ია იყო. საღამოობით ხელმოცარული, მეასე ხარისხოვან როლებს ვერ გაცდენილი - ქმარი ბრუნდებოდა.
ტოვებდა ასევე ხელმოცარულ მსახიობებს, ქალაქის რომელიღაც მიწისქვეშა სასადილოს ღარიბ სუფრასთან და სახლში მწნილისა და ღვინის სუნი მოჰქონდა.
მეცოდებოდა ეს საცოდავობა. ნაქირავებ ბინაში ერთადერთ ნორმალურ ავეჯზე - დივანზე ჩამოჯდებოდა და მელოდებოდა, რას ვეტყოდი. ტირილამდე მივყავდი ამ სურათს.გასაქცევად გამზადებული სტუმარივით იჯდა.
- არ გაიხდი ? - ვჯობნიდი თავს და მახარებდა, რომ ჯერ კიდევ ადამიანი ვიყავი, რომელსაც თანაგრძნობა შეეძლო.
- მეც მიყვარხარ.
- (ცინიკოსი!) თავაუღებლად მიმარცვლავდა და თასმებს იხსნიდა დრაგუნა ბათინკებზე. ასეთი უგემოვნო ბათინკები მხოლოდ ხელმოცარულ და უბედურ მსახიობებს, მწერლებსა და მუსიკოსებს აცვიათ. არ მიყვარდა ეს კაცი, მაგრამ სიბრალული უფრო დიდი გრძნობა ყოფილა, ვიდრე სიყვარული.
-არასრულფასოვანების კომპლექსი გაქვს და იმიტომ სვამ ამდენს.
- ხმას ვუწევდი და ესეც მიხაროდა, რომ ძალა მქონია, ის ძალა, რომელსაც წლების მანძილზე დაჟინებით მოითხოვდნენ ჩემგან მეგობრები და კეთილის მსურველები.
- არ გავიხადო?
- დივნიდან ადგა და მომიახლოვდა.
-არა.(რა ძალა მქონია !) -პირიქით, სრულფასოვანების კომპლექსი მაქვს და იმიტომ ვსვამ - საწვიმარი მოხსნა საკიდიდან და კარები ფრთხლად მიიხურა.
როდის იყო კაცები ასე ჩუმად მიდიოდნენ საყვარელი ქალისგან?! მეკიდა მაგის სრულფასოვნება. იას დავავლე ხელი და ქუჩაში გამოვედი. წვიმდა. დეკემბრის შუა იდგა. იმ სახლში აღარ მივბრუნებულვარ. რამდენიმე დღეში იას ხავერდის ფოთლები გაუფერულდა და საბოლოოდ მოკვდა, ისე თითქოს ზაფხულის მზეს მოეგუდოს სიცხისგან. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე ხელმოცარული საცოდაობა. ახლოს არ მივსულვარ. ღვინის დაღმართს მოუყვებოდა და არც ერთ გუბეს არ აცილებდა ფეხს.
სრულფასოვანი კაცი, ერთადერთი სრულფასოვანი კაცი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ისე მშვიდად და წყნარად შეძლო წასვლა, რომ მხოლოდ ია მომკვდარიყო. ისეთებს კი რა დალევს, წასვლისას შენ რომ გკლავენ.“ - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მწერალი დიანა მირცხულავა.
ასევე საინტერესოა:
🔵 გაეთრიეთ აქედან თქვენი გაფართოებით, ნამდვილი აგრესორები ხართ - პუტინის მიმართვა NATO-ს
🔵 პრეზიდენტის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს - კელი დეგნანი
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...
1740809203
ახალი ამბები„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი
„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...