გაეთრიეთ აქედან თქვენი გაფართოებით, ნამდვილი აგრესორები ხართ - პუტინის მიმართვა NATO-ს

რუსეთს არ სურს კონფლიქტი უკრაინასთან, მაგრამ დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების უპირობო გარანტიები,- ამბობს პუტინი.

ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ ნატომ „მოატყუა“ რუსეთი იმით, რომ 1990 წელს დადებული შეთანხმება აღმოსავლეთ  ევროპაში გაფართოებასთან დაკავშირებით დაარღვია.  პუტინმა დასძინა, რომ მას შემდეგ ალიანსმა განახორციელა „გაფართოების ხუთი ტალღა“, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ შეთანხმებას.

გაეთრიეთ აქედან თქვენი გაფართოებით, ნამდვილი აგრესორები ხართ - ამ სიტყვებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების მიტაცებაში დაადანაშაულა. ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა Sky News-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფო ლენინმა შექმნა, როცა საბჭოთა კავშირს აყალიბებდა, NATO კი მიცემულ პირობას არღვევს და აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნამდვილი აგრესორია, დასავლეთი ყოველთვის ეძებდა გზებს რუსეთის გასანადგურებლად. მათ გაგვაცურეს, მოგვატყუეს NATO-ს გაფართოების ხუთი ტალღით და რაც მთავარია – რაც არ უნდა გავაკეთოთ, თქვენ ყოველთვის გამოხატავთ „შეშფოთებას“. გაეთრიეთ აქედან თქვენი „შეშფოთებებით“. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც საჭიროდ მივიჩნევთ, გვსურს, დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს უსაფრთხოებაში“, – განაცხადა პუტინმა. ჩვენ არ მივსულვართ შეერთებული შტატების საზღვრებთან რაკეტებით. ეს სწორედ შეერთებული შტატებია, რომელიც ჩვენი სახლის ზღურბლამდე მოვიდა თავისი რაკეტებით.

როგორ მოიქცეოდნენ ამერიკელები მათსა და კანადის, ან მექსიკა-აშშ-ს საზღვარზე რომ განგვეთავსებინა რაკეტები?! მექსიკასა და აშშ-ს ტერიტორიული საკითხები არ ჰქონიათ? ვის ეკუთვნოდა კალიფორნია? ტეხასი? ნუთუ დაგავიწყდათ? როგორც ჩანს, ყველაფერი მიჩუმდა და აღარავინ არაფერს იხსენებს ისე, როგორც ყირიმზე იხსენებენ, მშვენიერია.

ჩვენ კი არ ვცდილობთ, გავიხსენოთ თუ როგორ შეიქმნა უკრაინა. ვინ შექმნა ის? ვლადიმერ ილიჩ ლენინმა, როცა საბჭოთა კავშირს ქმნიდა – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵"არც 7 ნოემბრის, არც სანდრო გირგვლიანის და არც ვალერი გელაშვილის  თემაზე, ჩემი თანდასწრებით, დანაშაულებრივი ქმედება არასდროს არ დაგეგმილა" - ნინო ბურჯანაძე

🔵შალვა ნათელაშვილი ღამის კლუბების გახსნას ითხოვს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741103018

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს

 ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...

არჩილ გორდულაძე

1741099772

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...

საქართველოს პარლამენტი

1741099714

ახალი ამბები

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...

საქართველოს პარლამენტი

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე