როგორ შევამციროთ ნაბახუსევის სიმპტომები - მარტივი რჩევები
რამდენიმე მარტივი რჩევა სპეციალისტისგან, თუ როგორ შევამციროთ ნაბახუსევის სიმპტომები.
* არავითარ შემთხვევაში ალკოჰოლით!
ამით უბრალოდ ნაბახუსევს იმ მომენტში იყუჩებთ, თვით ნაბახუსევი მაინც დაგეწევათ, უბრალოდ ცოტა გვიან.
მხოლოდ მაშინ, თუ მოიწამლეთ მეთანოლით, გიშველით და აუცილებელიც არის ეთანოლის მიღება, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს და ასეთი რამ ისედაც საავადმყოფოში უნდა მოხდეს.
ალკოჰოლის გადამუშავებისას წარმოიქმნება ეთანოლზე გაცილებით ტოქსიკური მეტაბოლური პროდუქტები, პირველ რიგში აცეტალდეჰიდი.
თუ არ გაგიმართლათ, თქვენს ალკოჰოლს შერეული ექნება მეთანოლი, მისი მეტაბოლური პროდუქტები ჭიანჭველას მჟავა (formic acid) და ფორმალდეჰიდი ძალიან ძალიან ტოქსიკური ნივთიერებებია.
ამ მხრივ ყველაზე სუფთა ალკოჰოლად კარგად დესტილირებული არაყი ითვლება.
* ალკოჰოლი არის ძლიერი შარდმდენი, რაც ყველამ კარგად ვიცით.
შარდით ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს და ასევე უმნიშვნელოვანეს მინერალებს (ნატრიუმს, მაგნეზიუმს, კალიუმს...)
ამიტომ სადღეგრძელოებს შორის არ დაიზაროთ წყლის დალევა, იდეალურ შემთხვევაში ეროვნული მინერალური წყლის.
ძილის წინაც დალიეთ გემრიელად მინერალური წყალი.
ტუალეტში სირბილი ისედაც არ აგცდებათ.
* თავის ტკივილის, ფსიქოლოგიური დისკომფორტის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ზუსტად ძლიერი დეჰიდრატაცია და მინერალებისგან გამოფიტვაა.
ნაბახუსევის პათომექანიზმში დიდ როლს თამაშობს ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც ერთგვარ ანთებით რეაქციას იწყებს ჩვენს წინააღმდეგ, გამოყოფს ინტერლეიკინებს და სხვა ციტოკინებს.
აქ უკვე შეგვიძლია დავინახოთ, რომ სხეული ალკოჰოლს მტრად აღიქვამს და მას სერიოზულად უპირისპირდება. ჩვენ კი ამას ვგრძნობთ დაღლილობით, ტკივილით, თავბრუსხვევით, უხასიათობით და ასე შემდეგ.
გაღვიძებისას აუცილებლად მიიღეთ 0,5 - 1 ლიტრი მინერალური წყალი.
* თავის ტკივილის თერაპიაში ყოველთვის ერიდეთ ასპირინს (სისხლდენის რისკი!)
პარაცეტამოლი შეიძლება, უბრალოდ ღვიძლია ცოდო.
თუ ზოგადად ჯანმრთელი ხართ, არ სვამთ კარდიოასპირინს და არ გაქვთ კუჭის დაავადება, შეგიძლიათ თავის ტკივილი გაიყუჩოთ იბუპროფენით, ოღონდ არასდროს უზმოზე და ზომიერი დოზით (200-400მგ).
იბუპროფენი თავის ტკივილს ერთნაირად ეფექტურად აყუჩებს 200, 400 და 600 მგ-ით!!
400 მგ-ზე მაღალი დოზები გვჭირდება მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო ეფექტისთვის, იბუპროფენის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მაქსიმუმი მიიღწევა 400 მგ-ით!
* ასევე ტკივილგამაყუჩებელი და ძალიან ეფექტური ანტიემეტური (გულის რევის საწინააღმდეგო) ნივთიერებებით არის სავსე ჯინჯერი, ჯანჯაფილი. დააყენეთ ჯინჯერის ჩაი და წრუპეთ.
თან დაატკბეთ, რომ დიდი ალბათობით დაწეული გლუკოზის კონცენტრაცია აიწიოს და "აზრზე მოხვიდეთ".
* ნაბახუსევის საუკეთესო, 100%-იანი ეფექტურობის თერაპია არის და რჩება ალკოჰოლის და მასში შემავალი შხამების საერთოდ არ მიღება.
ისე ზოგადად, ალკოჰოლი/ეთანოლი არის უჯრედების შხამი (cell toxin) და მისი არცერთი წვეთი არ არის ლოგიკურად ჯანმრთელობისთვის კარგი!
ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!
"თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია"
1736927940
ახალი ამბებიავარია თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე - გავრცელებული ცნობით, 4 ადამიანი დაიღუპა
თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინ...
1736927702
ახალი ამბებითბილისის მერია ელექტროდამტენების მონტაჟზე აუქციონს აცხადებს
თბილისის მერია აუქციონს აცხადებს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელიც კიდევ 200-მდე ლოკაციაზე განთავსდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მი...
1736927239
მსოფლიოაშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ბიოლოგიურ მამაკაცს სპორტში ქალთან მეტოქეობა აუკრძალა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ქალებისა და გოგონების დაცვის აქტი მიიღო, რომლის თანახმადაც ბიოლოგიურ მამაკაცს ქალთან მეტოქეობა სპორტში ეკრძალება, - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა...
1736925572
ახალი ამბებიSpaceX-ის დირექტორმა გლობალურ ფორუმზე ხაზი გაუსვა საქართველოს „სტრატეგიულ როლს“ ციფრულ განვითარებაში
ილონ მასკის SpaceX-ის სატელიტური პოლიტიკის დირექტორმა, სტეფანი ნელსონმა, ინტერნეტ მმართველობის გლობალურ ფორუმზე (IGF 2024) ComCom-ის ორგანიზებით გამართულ სესიაზე „რეგიონის გაძლიერება და მდგრადი ციფრულ...
1736924525
ახალი ამბებიStarring Georgia საინტერესო სიახლეებით ბრუნდება
გვიხარია, რომ სეზონის პირველ ღონისძიებას წლის დასაწყისში ვაანონსებთ და გაძლევთ შესაძლებლობას უკეთ დაგეგმოთ თქვენი მუსიკალური მოგზაურობა, რომელიც გვიანი გაზაფხულიდან დაიწყება! აჰყევით ვარსკვლავებს 30 მ...