შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? - ექიმი ზაზა თელია გირჩევთ

ექიმი, ზაზა თელია სოციალურ ქსელ ფეისბუკში საკვების გაყინვასთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც თელია წერს, ყველა საკვებს შენახვის გარკვეული ვადა აქვს.

„შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა?

საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისობას  და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში.

ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:

1. კარაქი – 6-დან 9 თვემდე;

2. ბანანი – 2-3 თვე;

3. კვერცხის ცილა ან გული – 1 წელი;

4. ყველი – გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი – 6 თვე, დაჭრილი ყველი – 3-4 თვე;

5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა – 1-2 თვე;

6. ავოკადო – 8-12 თვე;

7. მცენარეული საკვები – 6 თვე;

8. პური – გამომცხვარი – 1 თვე; არა გამომცხვარი კონსერვანტების გარეშე – 3-5 თვე;

9. რძე – 3 თვე;

10. კანფეტი – 3-6 თვე;

11. ნაჭუჭიანი თხილეული – 6 თვე ან მეტი;

12. შემწვარი მორჩენილი საკვები – ხორცეული – 2-3 თვე. ქათამი, ინდაური ან თევზეული – 4-6 თვე;

13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით – 2-3 თვე

ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებს – გახსოვდეთ რომ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში მშიერია ყოველდღიურად.

შეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს“, – წერს თელია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1736443815

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი რამშტაინის  რიგით 25-ე შეხვედრაში მონაწილეობდა. რამშტაინის ფორმატის შეხვედრას უკრაინის მხარდამჭერი...

თავდაცვის მინისტრი

1736439993

ახალი ამბები

ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერს საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

 აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „ბატონო პრემიერ-მინ...

ილჰამ ალიევი

1736436954

ახალი ამბები

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ

 რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინ...

ლია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე გათავისუფლდნენ

1736434256

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი 3 ოპოზიციური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვაზე: ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი

„ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი 3 ოპოზიციური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვას, რომ ს...

ლევან მაჭავარიანი

1736433968

ახალი ამბები

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა