"ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ ..." - გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკები, პირადი ნივთები, ჩანახატები, ლექსები, პორტრეტები, ფოტოები, კინო და ფონოდოკუმენტები ეროვნული არქივის მულტიმედიურ გვერდზე განთავსდა.
ონლაინ პროექტი, საქართველოს ეროვნულმა არქივმა გალაკტიონის 130 წლის იუბილეს მიუძღვნა.
როგორც ეროვნულ არქივში ამბობენ, გალაკტიონის ავტოგრაფები და ფოტომასალის დიდი ნაწილი ვახტანგ გურგენიძის პირად ფონდში ინახება.
უბის წიგნაკები დღემდე გამოუყენებელ და ნაკლებად ცნობილ ტექსტებს ინახავს, რაც საინტერესოა არა მხოლოდ გალაკტიონის მკვლევრებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.
ამ უნიკალურ მასალებთან ერთად, არქივში დაცულია გალაკტიონის ავტოგრაფული ჩანაწერებიც.
ასევე გალაკტიონის პირადი ნივთები, სათვალე, ფანქარი, კალამი და სიგარეტის კოლოფი.
ეროვნული არქივის მულტიმედიურ გვერდზე განთავსებული ფოტო მასალებიდან, ეს ფოტო ერთ-ერთია, რომელსაც ბუმბერაზი ასე აღწერს:
"აკაკი ჯოხზეა დაყრდნობილი.
სახე დიდებულად აქვს. გამოირჩევა ყველასაგან..... რა დიდებულია დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი. სამი უმწიკვლო პიროვნება.
- დიდებულია, დიდებული! - ამბობს ის.
- ფოტოგრაფო, მე შენ შემოგყურებ, - ამბობს აკაკი სვანი.
- ხონის პროლეტარიატი იწევს, რათა ჩაებას ბრძოლაში, - ამბობს ილია ბახტაძე.
- სოციალისტების არა მჯერა რა, - ამბობს ია ეკალაძე.
- დოვუსტვინო? დოვუსტვინო? - გრიალებს ნემო.
- თხზულებანი, ბატონო, თხზულებანი! - რატომღაც გაიძახის თეოფილე ხუსკივაძე.
რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია?
რას ფიქრობს ნეტა ჯაჯუ ჯორჯიკია?
რაზე ოცნებობს დათიკო მებუკე?
რა მიზნებს ისახავს მომავალში ლელიკო ჯაფარიძე?
ვარლამ რუხაძე?
ვეშაპიძე?
ტიტია? მაშინ ხომ ტიციანი არ ერქვა“.
"ყველაზე უბრალოდ აქ მე ვარ ...", - დაწერა მოგვიანებით გალაკტიონ ტაბიძემ.
მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: გალაკტიონ ტაბიძე, აკაკი სვანი, ბარნაბა გელაზანია, ილია ბახტაძე, ია ეკალაძე, მიხაკო ჯანოევი (ნემო), თეოფილე ხუსკივაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ჯაჯუ ჯორჯიკია, დათიკო მებუკე (ცვარნამი), ლელიკო ჯაფარიძე.
სხედან: ტიციან ტაბიძე, გრიგოლ ვეშაპელი (ვეშაპიძე), იროდიონ ევდოშვილი, ვარლამ რუხაძე, აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ლადო დარჩიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი, ისიდორე კვიცარიძე.
1957 წლის 20 ნოემბრის ღამეს გალაკტიონმა ამ ფოტოს შესახებ თავის დღიურში ჩაწერა.
1736510991
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობის“ მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვას
„ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობ...
1736507902
ახალი ამბებიThe New York Times-მა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა
ამერიკული გამოცემა The New Yor Times-ის ვერსიით, საქართველო, კერძოდ, ქუთაისი ერთ-ერთი ადგილია, რომელიც ტურიზმის მოყვარულმა ადამიანმა 2025 წელს უნდა მოინახულოს. „ქუთაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი...
1736506722
მსოფლიოპესკოვი: პუტინი ტრამპთან შეხვედრისთვის ღიაა
კრემლი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მზადება მიმდინარეობს. როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პე...
1736505605
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: დღეს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და შევასრულოთ ის დაკვეთა, რაც მოდის მოსახლეობისგან
„ეს იყო ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა მოყოლებული 2012 წლიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან და...
1736503558
ახალი ამბებიოპოზიციურმა მედიამ ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებული ტყუილი დამალა
ბუნდესტაგის საპარლამენტო ჯგუფების მიერ გავრცელებული ტყუილი, თითქოს „საქართველოში ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არ იქნა დაშვებული“ ოპოზიციურმა მედიამ არ გააშუქა. გავრცელებულ განცხადებაში არსე...