„გადადგეს თორნიკე რიჟვაძე, გადადგეს დავით რიჟვაძე“ - ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)

„მოსყიდვის ფაქტის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და  მამა - დავით რიჟვაძე თანამდებობიდან უნდა გადადგნენ“ - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და აქტივისტები, რომლებმაც დღეს ბათუმში აქცია - მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეები ჯერ პოლიციის შენობასთან მივიდნენ, შემდეგ ბათუმის საკრებულოსთან, საიდანც აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები, ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.

გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის და, ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატი ნაზი ფუტკარაძე ამბობს, რომ ვიდრე დავით რიჟვაძე საგამოძიებო უწყებაში იმუშავებს, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

„თვითონ არის  შემკვეთი რამაც ჩემი ძმა იმსხვერპლა, იმისათვის, რომ საკრებულოში ერთით მეტი ხმა ჰქონოდათ. სანამ ის აქ იქნება არ მაქვს ობიექტური გამოძიების იმედი. ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. გადადგეს დავით და თორნიკე რიჟვაძეები, რომ ბათუმის ბოროტი მანქანებისგან გავათავისუფლოთ, საკრებულომ შეძლოს ხალხის ინტერესების დაცვა'' - განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.

„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნის წინაშე ბრძოლა, ეს ბრძოლა არის ჩვენი შვილების და ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მირდატ ქამადაძე.

„ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, დარბის დავით რიჟვაძე,  არ ესმით, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც იდეალები უფრო მაღალ ფასად მიაჩნიათ  ვიდრე ფული. ამის ნათელი მაგალითი იყო ნუგზარ ფუტკარაძე. მან ყველას უთხრა, რომ პრინციპებისა და ამომრჩევლისადმი ერთგულება არის ყველაზე ღირებული, ვიდრე ნებისმიერი ვალუტა, ნებისმიერი ოდენობით“, - თქვა ქამადაძემ. 

მისი განცხადებით, ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი.

„ეს ,,თოფიანი'' ადამიანები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, ვადაგასულ სულიკო თებიძეს და საკრებულოს იცავდნენ, იმიტომ რომ თორნიკე რიჟვაძე დარჩენილიყო თანამდებობაზე. ეს დავალება კი დავით რიჟვაძემ გასცა, რომელიც იძიებს იმ საქმეს, რომელშიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილია'' - ამბობს  მირდატ ქამადაძემ.

ასევე საინტერესოა: 

🔵 რეესტრმა "ალტ-ინფოს" პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" დაარეგისტრირა

🔵 სოზარ სუბარი სააკაშვილს: ყველა იმ ოჯახების ნომრებს მივაწოდებ, რომელთა ოჯახის წევრები მისი ბრძანებით ქუჩაში მოკლეს, ბოდიში მოუხადოს - სასჯელი მოიხადოს და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741103018

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს

 ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...

არჩილ გორდულაძე

1741099772

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...

საქართველოს პარლამენტი

1741099714

ახალი ამბები

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...

საქართველოს პარლამენტი

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე