სოზარ სუბარი სააკაშვილს: ყველა იმ ოჯახების ნომრებს მივაწოდებ, რომელთა ოჯახის წევრები მისი ბრძანებით ქუჩაში მოკლეს, ბოდიში მოუხადოს - სასჯელი მოიხადოს და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სუბარმა განაცხადა, სააკაშვილმა ჯერ სასჯელი უნდა მოიხადოს და შერიგებაზე შემდეგ ილაპარაკოს.

"შეთავაზება მიღებულია, დოდო აფრასიძის ნომერს მივაწოდებ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავად აღიარა, რომ ოჯახის განადგურების ბრძანება გასცა. მას შეხვდეს, დაელაპარაკოს, ბოდიში მოუხადოს და პატიება მიიღოს.

მას ყველა იმ ოჯახების ნომრებს მივაწოდებ, რომელთა ოჯახის წევრები მისი ბრძანებით ქუჩაში მოკლეს, იყვნენ ციხეში ნაწამები, გაუპატიურებული. მათ ბოდიში მოუხადოს და პატიება მიიღოს. სასჯელი მოიხადოს და შემდეგ ვილაპარაკოთ შერიგებაზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი, დაელოდოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მიხეილ სააკაშვილს ასეულობით ოჯახს ჩამოვუთვლი, რომელთა ოჯახის წევრები მისი პირადი ბრძანებით მოკლეს. აფრასიძეებს იმიტომ ვახსენებ, რომ პირადად აღიარა, რომ ოჯახის განადგურების ბრძანება გასცა. გამოსავალი ძალიან მარტივია – ვინც პარლამენტში შემოვიდა, იმუშაოს ქვეყნის უკეთეს მომავალზე, ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკაზე და ა.შ. საკრებულოებში 30 პროცენტი ოპოზიციის არის, მივიდნენ და დესტრუქციით ნუ იქნებიან დაკავებული.

სასჯელი უნდა აღსრულდეს, როცა სასამართლოს მიერ არის გამოტანილი. ეს არის ნორმალური ვითარება, ამის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ განვითარებულა და ვერც განვითარდება. როცა პროცესების ქუჩაში გადატანა უნდათ, ამით პოლარიზაციის შემცირება და შერიგება არ ხდება.  თუ ასე გააგრძელებენ, შანსი მეცხრე არჩევნებზეც არ ექნებათ", – განაცხადა სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 „არ წახვიდეთ, აქ ვიბრძოლოთ ერთად!“- მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

🔲 რეესტრმა "ალტ-ინფოს" პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" დაარეგისტრირა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741186447

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ - ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

იდენტური ხელწერით არის დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფე...

ირაკლი კობახიძე

1741185730

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე ვაჟთა ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, ფინალში უკრაინის ნაკრები 16:6 დაამარცხა...

20-წლამდე ვაჟთა ნაკრები

1741185632

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპის გზავნილები, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს სამართლიანობა

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომლებიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუ...

ირაკლი კობახიძე

1741182783

სპორტი

თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21-23 მარტს თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება. ცნობილია ტურნირზე მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი; 66 კგ – თემურ...

ლაშა ბექაური

1741181949

სპორტი

არნე სლოტი კვარაცხელიაზე: დიდებული ფეხბურთელია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის თამაშების ყურება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი...

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა