იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს - რუსეთის საგარეო უწყება

ერთგულები ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიმართ – ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია, თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რითაც უწყებამ უპასუხა მედია საშუალებების შეკითხვას რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმის შესახებ.
„რუსული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვა დროებითია. არაერთხელ მივუთითეთ მისი გაუქმების პირობები. ისინი კარგადაა ცნობილი ქართული მხარისთვის.
საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასევე არ შეიძლება უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.
რუსეთი იძულებული გახდა მიეღო ზემოაღნიშნული შეზღუდვები ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციის საპასუხოდ. ამავდროულად, ჩვენ ერთგულები ვრჩებით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების, არსებული უთანხმოების დაძლევის, ორმხრივი კავშირების აღდგენისა და განვითარების მიმართ – ეს ყველაფერი ჩვენი ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებშია, თუმცა, ასეთი პროცესი ორმხრივი უნდა იყოს. იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება წარსულიდან დასკვნებს გამოიტანს და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას განახორციელებს“,- ნათქვამია, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵პამელა ანდერსონი მეხუთე ქმარსაც დაშორდა
🔵პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ
🔵შეგიძლია ამ სტრესს თავი დააღწიო, თუ მოინდომებ! - მამა პეტრე
1741716195
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის
„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...
1741711441
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...
1741709887
ახალი ამბებიმეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...