პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და ამიერიდან, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ.
ინფორმაციას ცვლილების შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.
მანამდე ვაქცინით უფასო სარგებლობა 9-12 წლის გოგოებს შეეძლოთ, თუმცა, ღირებულების გადახდის შემთხვევაში, მას სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც იღებდნენ, მათ შორის, კაცებიც.
HPV-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით მოხდება:
15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.
პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
რაც შეეხება 10-11-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.
ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).
NCDC ამბობს, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ვირუსთა ჯგუფია, რომელიც ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში. ცნობილია ამ ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი, მათგან 13 კიბოს გამომწვევია. HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს. სწორედ ამ რისკებისგან იცავს ადამიანს ვაქცინაცია.
როგორც, ადრე პერიოდში სოციალურ ქსელში ექიმმა ზაზა თელიამ დაწერა, კიბოს გამომწვევი მიზეზი დაახლოებით 70%-ში არის ადამიანის პაპილომა ვირუსი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შეგიძლია ამ სტრესს თავი დააღწიო, თუ მოინდომებ! - მამა პეტრე
1741767337
ახალი ამბებითბილისის მერია პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს იწყებს
თბილისის მერია იწყებს პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა, დღეიდან 31 მარტის ჩათვლით,...
1741765886
ახალი ამბებითბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ R...
1741764667
ახალი ამბებიცოლზე ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, პატრულ-ინსპექტორი დააკავეს - რა ხდება ცნობილი?
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ...
1741763589
ახალი ამბებიდიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული დანაშაულისთვის მას სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. სასამართლომ ასევ...
1741761857
ახალი ამბებიგაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა - „თბილისის ენერჯი“
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მოწოდება დროებით 5000 აბონენტს შეუწყდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თბილისის ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზის მიწოდება დღის განმავლო...