იქით მაქვს შეკითხვა - ვინ დაიწყო 2008 წლის ომი? - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საზოგადოების მწვავე კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც პასუხი არ გასცა ჟურნალისტები კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში - უკრაინამ თუ რუსეთმა.
"ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს". - თქვა მან.
რიჟვაძის ეს ნათქვამი კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა "რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების საჯარო მხარდაჭერად შეაფასა" და განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია და არც დიპლომი მიუღია..
უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ რიჟვაძე დოქტორანტურაში 2015 წელს ჩაირიცხა, 2017 წელს კი საკუთარი სურვილით ამოირიცხა და ხარისხი არ მინიჭებია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა კიევის უნივერსიტეტის ამ განცხადებას და მისი დისკრედიტაციის მცდელობაში მედია დაადანაშაულა.
"სამწუხაროა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მაშინ როდესაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი იღუპება და უწევს სამშობლოს და ახლობელი ადამიანების დატოვება, რიგმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმა ძალებმა და ნაცმოძრაობის სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის და ევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, "მოიცალეს" ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის.
რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდ ცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესია და მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას".- თქვა რიჟვაძემ.
მან ასევე დაადასტურა, რომ თავისი ინიციატივით, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გამო აკადემიური შვებულება აიღო.
ამასთან, რიჟვაძემ დასვა კონტრშეკითხვა:
"განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათი ტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?!
მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი, მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?". - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...