ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში

„როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.

„რეალურად, ეს იყო კოლექტიური გონჩარენკოების გადაწყვეტილება. ზოგადად, ძალიან ტრაგიკული მოვლენაა ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის ეს უკრაინელი დეპუტატი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. თქვენ გახსოვთ მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განგვეხორციელებინა სამხედრო შეტევა სოხუმზე და ცხინვალზე. ის პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ, ამას ვერ მიაღწია და ახლა ცდილობს, რომ რაიმენაირად ამის გამო „დაგვსაჯოს“. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი. როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და ასევე, კონკრეტულად მის რეზოლუციებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738313988

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი

„რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირე...

ირაკლი კობახიძე

1738312744

საქართველო

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმე...

ზოგადი

1738311442

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას

3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს...

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

1738311026

მსოფლიო

პიტერ სიარტო: პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო წერს, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უა...

პიტერ სიარტო

1738310756

ახალი ამბები

საქსტატი: 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის...

საქსტატი