ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

„ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი, ანუ ინვესტიცია, რომელიც საქართველოში უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„წარმოდგენა რომ შევიქმნათ, ჩვენი ეკონომიკის 18%-ს შეადგენს 6 მილიარდი და ეს ინვესტიცია უახლოესი 5 წლის განმავლობაში განხორციელდება. განხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ორ ლოკაციაზე, რაც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების შექმნას, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის არის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, სამედიცინო და სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რაც განხორციელდება თბილისში და გონიოში და ჩვენ ველოდებით ამ პროექტის დაწყებას. ერთი საინტერესო რამ არის - როდესაც EMAAR-ჯგუფი ხელს ჰკიდებს ხოლმე რაიმე პროექტს, აუცილებლად მიჰყავს ბოლომდე ყველა დაწყებული საქმე სათანადო ვადებში და სათანადო ხარისხით. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ძალიან საიმედო ხელშია და ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორების იმისთვის, რომ მათ გამოხატეს ასეთი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენს ქვეყანაში ასეთ უმნიშვნელოვანეს პროექტს განახორციელებენ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738313988

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ 3 წლის განმავლობაში ვამტკიცებდით იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი

„რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირე...

ირაკლი კობახიძე

1738313901

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში

„როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში“...

ირაკლი კობახიძე

1738312744

საქართველო

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმე...

ზოგადი

1738311442

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას

3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს...

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

1738311026

მსოფლიო

პიტერ სიარტო: პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო წერს, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უა...

პიტერ სიარტო