მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ წარმატებით გრძელდება, საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის, რომ არა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით
სახელმწიფოსა და ხალხის ერთად დგომამ, ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ, ქვეყნის გადარჩენის პარალელურად, შესაძლებელი გახადა, ჩვენი ეკონომიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 10-%-ით გაზრდილიყო, განხორციელებულიყო სტრატეგიული დანიშნულების პროექტები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფრის შედეგად გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დარგის დაფინანსება.
„ნიშანდობლივია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მოვახერხეთ მსოფლიოში მიმდინარე ომების, კრიზისებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ წარმატებით გრძელდება. ამ მიმართულებით მოწინავე პოზიციებს ვიკავებთ. ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისკენ.
საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის. რომ არა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ჩვენ ვერ შევძლებდით ამ ყველაფერს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მშვიდობის განსაკუთრებული ფასი – მის გარეშე შეუძლებელია, ვისაუბროთ რაიმე სახის განვითარებასა და წარმატებაზე“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
1738666010
ახალი ამბებიცხინვალში ქალი და სამი ბავშვი მხუთავი გაზით მოიწამლნენ
ქალი და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი ცხინვალში მხუთავი გაზით (CO) მოიწამლნენ. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ინციდენტი გრი კოჩიევის ქუჩაზე მოხდა. ქალი და ბავშვები საავადმყოფოში არიან მოთავსებ...
1738664926
ახალი ამბებიზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. გამგეობამ ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობა დაასრულა. სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენე...
1738662422
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას
ეს არის მტკიცებულება, რომ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში რევოლუციის დაფინანსების ლობირება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხად...
1738661700
ახალი ამბები„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ბატონი ყაველაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იმუშავებს“ - ლევან მაჭავარიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის მნიშვნელოვანი ფუნქციაა, პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციის გამოსწორება. „მიხეილ ყაველაშვილს, ერთ-ერთ...
1738660159
ახალი ამბები„რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება მშვიდად მართოს ქვეყანა“ - ლევან მაჭავარიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული ტიპის კანონები მკაცრდება, რათა ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდად მართვის საშუალება ჰქონდეს. დეპუტატის...