ნინო წილოსანი: რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან - აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, დროა ევროპამაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს

 ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები, წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში.

წილოსანი ეხმიანება ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მიმართ გამოძიების შესაძლო დაწყებაზე ევროკავშირის დაფინანსების გამო. როგორც ის აღნიშნავს, რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში, უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ არის მხარდაჭერილი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, მმართველი გუნდი დიდი ხანია გარე ჩარევის შესახებ საუბრობს.

„ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები.

რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია ამა თუ იმ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან.

წელიწადზე მეტია საჯაროდ ვაცხადებთ გარე ჩარევის შესახებ!! გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, რაც ახლა ასეთი აქტუალურია აშშ-შიც, გავხდით პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ გავუძელით.

დღეს რადიკალი აქტივისტები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიები აწყობენ აქციას, თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონმდებლობით.

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროპამაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს”, - წერს ნინო წილოსანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738481067

საქართველო

ლორა თორნტონი საქართველოში პროტესტის მონაწილეებს ახალ ტაქტიკას სთავაზობს: არის ფრანგული მიდგომა: კარგი იქნება, ქართველმა ფერმერებმა ნეხვი ყველა სამთავრობო შენობის წინ დაყარონ!

 „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი და საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი, საქართველოში საპროტესტო აქციის მონაწილეებს რჩევებს აძლევს. კერძოდ,...

ლორალორა

1738442639

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფო...

პოლიტიკა

1738440134

ახალი ამბები

თბილისის რამდენიმე ქუჩას 2 თებერვალს წყალი შეუწყდება - ვის შეეხება შეზღუდვა

Gwp-ის ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება: ნაძალადევი, დავით ნიშნიანიძის ქ. N23 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 2/1/2025 20:45 დან 2/2/2025 07:00 საათამდე წყალმომარაგე...

წყალი შეწყდება

1738437327

ახალი ამბები

დავით კაჭარავა: მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი კვეთა რაგბისთან ცხოვრების მანძილზე არ ჰქონია, ამხელა ინვესტიცია და ქველმოქმედება განახორციელა, ძალიან კარგია, რომ ეს დაუფასა მსოფლიო რაგბიმ

პარლამენტის წევრი, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ბიძინა ივანიშვილის მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, რაგბის მხარდაჭერას მედიასთან ეხმაურება. მისი თქმით, დღევანდელ რეალობაში, ს...

დავით კაჭარავა

1738434891

მსოფლიო

პოლტავაში იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა - ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ

უკრაინის ქალაქ პოლტავაში დილის საათებში განხორციელებული იერიშის ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. როგორც UNIAN წერს, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. შეგახსენებთ, რაკეტ...

- ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ