დავით კაჭარავა: მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი კვეთა რაგბისთან ცხოვრების მანძილზე არ ჰქონია, ამხელა ინვესტიცია და ქველმოქმედება განახორციელა, ძალიან კარგია, რომ ეს დაუფასა მსოფლიო რაგბიმ

პარლამენტის წევრი, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ბიძინა ივანიშვილის მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, რაგბის მხარდაჭერას მედიასთან ეხმაურება.

მისი თქმით, დღევანდელ რეალობაში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, რაგბისტების ახალ თაობას საშუალება აქვს განახლებულ პირობებსა და ინფრასტრუქტურაში ივარჯიშონ. დავით კაჭარავამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ განახლებული პირობების დამსახურებით იზრდებიან ისეთი წარმატებული რაგბისტები, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს. დეპუტატი ასევე რაგბის საერთაშორისო კავშირის მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯილდოებას ეხმიანება. მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან რაგბის საერთაშორისო კავშირმა ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია დაუფასა.

კაჭარავამ აღნიშნა, რომ ახალი ინფრასტრუქტურის შენახვა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, რასაც ფონდი „ქართუ“ უზრუნველყოფს.

„თუ ადრე, ჩემი თაობის დროს, მშობლებს რომ მოჰყავდა ბავშვი რაგბიზე, არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა - არ იყო საშხაპე, გასახდელი, საუბარი არაა სატრენაჟორო დარბაზზე და ა.შ, დღეს ეს ხელმისაწვდომია ახალგაზრდა თაობისთვის და ზუსტად ამ კონკურენციასა და პირობებში იზრდებიან ისეთი წარმატებული მორაგბეები, როგორიც დღეს საქართველოს ჰყავს.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ ბიძინა ივანიშვილის დაჯილდოება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი აღიარებაა მსოფლიო რაგბის მხრიდან იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს] არანაირი კვეთა რაგბისთან ცხოვრების მანძილზე არ ჰქონია, ამხელა ინვესტიცია და ქველმოქმედება განახორციელა. ძალიან კარგია, რომ ეს დაუფასა მსოფლიო რაგბიმ.

ამდენი ინფრასტრუქტურის შენახვა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული და ამ წლების მანძილზე ფონდი „ქართუ" ინახავდა ამ ყველაფერს. დაახლოებით 5 მილიონი ლარი ჯდებოდა წელიწადში ამ ინფრასტრუქტურის შენახვა.

ჩვენ მოვუგეთ tier 1-ის ანუ უმაღლესი სარაგბო დონის ქვეყნებს. ძალიან კარგად გვახსოვს გამარჯვება უელსში. ასე, რომ რაც მნიშვნელოვანია, მაგარი თაობა მოდის ქართულ რაგბიში და ეს 6 ერის 18 წლამდელთა ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა.დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქართული რაგბის სახელით და თითოეული ადამიანის სახელით, რომელსაც ამ წლების მანძილზე ის გვერდში დაუდგა, არა მხოლოდ ადამიანს, სპორტის ბევრ სახეობას“, - აღნიშნა დავით კაჭარავამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738427029

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა დროებით საგამოძიებო კომისიაზე: არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება

„არავის შერჩება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გალაშქრება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას. „ორშაბათს ბიუროზე ვიმსჯელებთ საგამოძ...

პოლიტკოსი

1738422298

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ხელწერილით გათავისუფლებიდან სულ მალე, მზია ამაღლობელი თავს დაესხა პოლიციელს, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ, თავმოყვარე ქვეყანაში წარმოადგენს დანაშაულს

„არ შეიძლება შიმშილი იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიმართ შანტაჟის იარაღად“, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა მზია ამაღლობელის შიმშილობა...

დავით მათიკაშვილი

1738421810

ახალი ამბები

შსს: მოვუწოდებთ 2 თებერვალს დაანონდებული შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 თებერვალს ცენტრალურ მაგისტრალებსა და ავტობანებზე გასამართ შეკრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ კან...

შსს ღამე

1738420220

სპორტი

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით - 110:0 დაამარცხეს. პირველი ტაიმი ანგარიშით 47:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში, ბორჯღალოსნე...

ბორჯღალოსნებმა შვეიცარია რეკორდული ანგარიშით 110:0 დაამარცხეს!

1738418617

ახალი ამბები

თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-მ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

აა