ომიკრონის პირველი სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - ლუგარში საეჭვო ნიმუშებს იკვლევენ

ომიკრონის პირველი სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - ირკვევა, რომ ლუგარი რამდენიმე საეჭვო ნიმუშს იკვლევს.
ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ი ავრცელებს.
არის თუ არა ეს კორონავირუსის ახალი, შტამი ჯერჯერობით უცნობია. საბოლოო პასუხს რამდენიმე დღე დასჭირდება.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, გამოვლენილია 10-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა და ამ დროისთვის მიმდინარეობს სიღრმისეული კვლევა.
ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოში "ომიკრონი" უკვე ცირკულირებდეს.
"საქართველოში ჯერ არ გვაქვს დაფიქსირებული, მაგრამ საეჭვო დაახლოებით 10-ზე მეტი შემთხვევა არის კვლევაში.
მხედველობაში მაქვს, რომ საეჭვო იყო იმ ჩვენი პროტოკოლით, რაც შევიმუშავეთ და ეს საეჭვო შემთხვევები სხვადასხვა ლაბორატორიიდან მოდის. იქ არის ინდიკატორები, როდის უნდა გამოგზავნონ ძირითადად, S გენზე უარყოფითი შემთხვევები.
იმ ნაკრებებიდან, რომელიც ამ სამივე გენს აღმოაჩენს ხოლმე და ეს S გენზე როცა უარყოფითია, ის საეჭვოა და შემდეგ ხდება მათი ჩვენთან სეკვენირება.
სეკვენირებას 4-5 დღე სჭირდება ხოლმე, სწრაფად არ არის ხოლმე პასუხი და ასევე, ჩვენ გვაქვს სხვა არაპირდაპირი pcr მეთოდები, რომლითაც გამორიცხვის მეთოდით, კიდევ მეტი ეჭვი შეიძლება მიიტანო.
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად, ამ საათისთვის, ჩვენ ლაბორატორიულად არ გვაქვს დადასტურებული ომიკრონის შემთხვევა, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იყოს და ცირკულირებდეს ქვეყანაში", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
სხვა სიახლეები:
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...