გიორგი სუხიტაშვილი: მწერენ, თუ რატომ არ ვარ პაპასთან, რატომ გავდივარ ქვეყნიდან, რატომ ვსუნთქავ... - პაპაჩემი მაჯის საათი არაა, სულ ჩემთან იყოს
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
როგორც სუხიტაშვილი წერს, მას უამრავი ადამიანი კიცხავს, რადგან სულ მასთან ერთად არ ცხოვრობს.
"პოსტი მათთვის, ვინც ვერ გაიგო…
მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ატყობთ, რომ ძალიან ცოტა ვიდეოს ვდებ, სადაც პაპა ჩანს, რადგან რაც არ უნდა დავდო, ადამიანები (ხშირად უადგილოდ და უტაქტოდ) მწერენ, თუ რატომ არ ვარ პაპასთან, რატომ ვცხოვრობ თბილისში, რატომ გავდივარ ქვეყნიდან, რატომ ვსუნთქავ და ა.შ.
ეს ჩემი პირადი გვერდია და არ ვცდილობ მოხუცის ხარჯზე პოპულარობას.
არც სატელევიზიო შოუებს ვსტუმრობთ ერთად და არც ძვირფას საჩუქრებს არ ვიღებთ იმიტომ, რომ მერე რეკლამები ვაკეთოთ.
ვარ ერთი უბრალო ადამიანი, ბრალიანი ნიჭით და ასე მოხდა, რომ მყავს ჩემო მოხუცი #მარტოპაპა, რომელიც ასე შემოვიდა ჩემს ყოველდღიურობაში.
მას შემდეგ, რაც ბებო გარდაიცვალა, მე ავიღე თავზე მისი მოვლა და პატრონობა.
ვიდეოებს იმიტომ კი არ ვდებ, რომ გაგეპრანჭოთ, არამედ იმიტომ, რომ მე ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს გიზიარებთ, ხან საიდან ხან საიდან და მათ შორის სოფლიდანაც.
თუ ვინმე მეტყვით, რომ შენ სულ ფეხებზე მკიდიხარ და პაპის გამო გიყურებო, ვერ გეტყვით მადლობას.
არადა, ასეთი ქვეტექსტის შეტყობინებებიც მიმიღია.
თურქეთიდან ლაივის დროს ხალხი მკიცხავდა, რატომ დავტოვე პაპა.
ან თან რატომ არ წავიყვანე.
ასევე, როგორც კი დავაანონსე 5 იანვარს ჩემი საღამო, შტუტგარტში ისევ შემომიტიეს, რა ნამუსით ვტოვებ პაპას აქ მარტო.
1. პაპაჩემი მაჯის საათი არაა, სულ ჩემთან იყოს.
2. მე ვცდილობ, ყველას და ყველაფერს გადავუნაწილო დრო.
3. ეს გვერდი ჩემი, როგორც მუსიკოსისაა და ვცდილობ, გაგიზიაროთ, როგორ ვცხოვრობ.
4. მე არავის ვბაძავ და არც ვაკრიტიკებ. ზოგის წარმატების წყარო მისი მოხუცია და ღმერთმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.
5. პატივი ვცეთ ერთმანეთს და ზრდილობასა და ზღვარს ნუ გადავალთ.
ბევრს შესაძლოა, არ ესიამოვნოს, რაც წაიკითხა, შეუძლია გააუქმოს ამ გვერდის გამოწერა, მაგრამ ვინც დარჩება აქ, ის მაინც მეცოდინება, რომ იცის, ვინ ვარ და რა ცხოვრების წესი მაქვს", - წერს სუხიტაშვილი.
სხვა სიახლეები:
1736433968
ახალი ამბები19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა
ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...
1736432411
მსოფლიოპუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...
1736431163
ახალი ამბები„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...
1736428594
მსოფლიო„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი
რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...
1736428384
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...