ოპოზიცია ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის, „ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო ოპოზიცია ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის, მმართველ გუნდს კი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, საჭიროა მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით.
„საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთობლივად მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუცია, სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვის მიზნით;
საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება;
მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით;
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით;
საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე;
მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად“, - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია.
ასევე საინტერესოა:
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...