რა გამოცდილება  აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილს (ვიდეო)

საქართველოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება.

ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა.

ბანკის საკრედიტო ოფიცრობიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილეობამდე - რა გამოცდილება  აქვს ჯანდაცვის ახალ მინისტრს?

საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელად ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ზურაბ აზარაშვილი წარადგინა.

აზარაშვილი, 2020 წლიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ს გენერალური დირექტორი იყო.

აზარაშვილს დამთავრებული აქვს, ბიზნესს სკოლის მაგისტრატურა - ბიზნესს ადმინისტრირების მიმართულებით.

აზარაშვილი, 42 წლისაა, ჰყავს მეუღლე და 5 შვილი.

ზურაბ აზარაშვილის ძირითადი საქმიანობა, კომერციულ ორგანიზაციებს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული  ბიოგრაფიის მიხედვით, მისი პროფესიული საქმიანობა, კომერციული ბანკიდან იწყება, საკრედიტო ოფიცრის თანამდებობაზე.

სამუშაო გამოცდილება სრულად:

02/2021 - დღემდე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

03/2020 - 02/2021  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი.

04/2020 – 02/2021 სს თბილავიამშენი - გენერალური დირექტორი. 

08/2014 – 03/2020  სს „ტერაბანკი კომერციული დირექტორი.

04/2013 – 08/2014 სს „კორ სტანდარტ ბანკი“ ოპერაციების დირექტორი.

06/2008 – 06/2012 სს „კორ სტანდარტ ბანკი“ საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი.

01/2005 – 06/2008 სს „ქართუ ბანკი“ პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი.

08/2003 - 01/2005  სს „“ პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების უფროსი სპეციალისტი

02/2002 – 08/2003 სს „ქართუ ბანკი“ საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი.

10/2000 - 11/2001  სს „თიბისი ბანკის“  საკრედიტო მენეჯერი

06/2000 – 10/2000  სს „თიბისი ბანკი“ ბუღალტერი.

01/2000 – 06/2000 სს „თიბისი ბანკი“ საკრედიტო სესხების ექსპერტი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵მეტი აღარ მკითხოთ არაფერი, თორემ მთავარი არხიდან კი არა, ამ ქვეყნიდან გავისტუმრებ იმ ქვეყანას გიორგი გაბუნიას - ნიკა გვარამია

🔵როგორ დასრულდება ეს წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისათვის? - 2021 წლის დეკემბრის ჰოროსკოპი

🔵NGO: პოლიტიკური ანგარიშსწორება, იმ საგამონაკლისო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად შეძლო საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740683814

სპორტი

საქართველოს გოგონათა გაერთიანებული ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო გუნდში იაპონელი აიუმი მაცუმოტო იმუშავებს

 საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და იაპონელ მწვრთნელს შორის შეთანხმება შედგა – გოგონათა გაერთიანებული (კადეტები და ახალგაზრდები) ნაკრების სამწვრთნელო შტაბში აიუმი მაცუმოტო იმუშავებს. გოგონათა გაერთიანე...

აიუმი მაცუმოტო

1740683706

ახალი ამბები

ისრაელში, ავტობუსის გაჩერებაზე ხალხში ავტომობილი შევარდა, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

 მედიის ინფორმაციით, ისრაელში, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ხალხში ავტომობილი შევარდა. შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი....

ისრაელი

1740681563

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

 ალბანეთში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტ...

ვლადიმერ გამყრელიძე

1740680280

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 28 თებერვალს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს განაახლებს, რამდენიმე რეისს კი აუქმებს

 საქართველოს რკინიგზა უამინდობის პირობებში რეისებთან დაკავშირებით განცხადებასავრცელებს. რკინიგზის ცნობით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორი რეისი განახლდება, რამდენიმე რეისი კი, უამინდომის გამო...

თოვლი

1740679161

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში - 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ

 ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი