რამდენ ადამიანს გაუძვირდა სესხზე გადასახადი საქართველოში?

"საზოგადოება და ბანკებმა" ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.
2021 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 169700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5-მდე გაიზარდა.
დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8392 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6200 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 8289.5 მილიონიდან 8392 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
169700 ხელშეკრულებიდან 67400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1072 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობით 15.12% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ნოემბრის მონაცემებით, 64900 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.37%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2892 მილიონი ლარია.
33500 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 700-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 4311 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1199 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.57%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ნოემბრის მონაცემებით 3111.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.03%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ნოემბრის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.9 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 20.59%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 3100 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 89.4 მილიონი ლარია.
1 ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.6%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 26.32%.
1 ნოემბრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე 13.44% -დან 10.9%-მდე.
"საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის, იმ შემთხვევაში თუ გრძელვადიან პერიოდში ინფლაციურ მოლოდინებზე იქონიებს გავლენას.
ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ასევე, ლოკდაუნის გამო დაგროვებული მოთხოვნის რეალიზება მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ინფლაციურ პროცესებზე შეიძლება ახდენდეს ზეწოლას.
მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2022 წლის იანვარ-თებერვლის ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისგან გაჩენილი საბაზო ეფექტის გამო.
ასევე გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტებაც, რაც თავის მხრივ აფერხებს ინფლაციური პროცესების შერბილებას. თუმცა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სხვა თანაბარ პირობებში, 2022 წელს ინფლაციის დაღმავალ ტრაექტორიას უზრუნველყოფს.
გასათვალისწინებელია, რომ იზრდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც იმპორტის და ექსპორტის ზრდაში აისახება. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც წინა წელთან შედარებით, თუმცა 2019-თან შედარებით 11%-ით მეტია. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 169 700 ადამიანს საქართველოს სესხი გაუძვირდა - რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა
🔵 ზამთრის კურორტებზე "მწვანე პასპორტის" წარდგენა დაგჭირდებათ
1742146353
ახალი ამბებიწაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი წაჩხურის მთის ფერდობს უკიდია. „ბოლო ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რვა ლოკაციაზე იყო ხანძარი, თუმცა ამ წუთას მხოლოდ ერთ ადგილას, ნობულევის მხა...
1742142839
მსოფლიოუკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა ქალაქი სუჯა დატოვეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის ქალაქი სუჯა დატოვეს, რათა უფრო ხელსაყრელი პოზიციები დაიკავონ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი. უკრაინის გენშტა...
1742140705
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობისბრალდე...
1742138783
ახალი ამბებიავარია ქედაში - დაღუპულია ერთი ადამიანი, 10-მდე კი დაშავებული
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 10-მდე ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არ...
1742136934
სპორტისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების „რაგბი ევროპის“ ჩემპიონობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. „გილოცავთ! საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიო...