"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, ვერ შევძლებდი სამსახურის ინტერესის დაცვას" - ლონდა თოლორაია (ვიდეო)

ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის, - ასე აფასებს სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რაც ინსპექტორის თანამდებობის და სამსახურის გაუქმებას გულისხმობს.
მისი თქმით, რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, ვერ შევძლებდი სამსახურის ინტერესის დაცვას.
„ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს არის სიგნალი იმისა, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად. ეს არის ასევე მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლებელია ისინი ასე ძალიან მარტივად შესაძლოა დარჩნენ სამსახურის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ლონდა თოლორაია არასდროს არ ყოფილა და არ იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ.
როგორც სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.
„უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, რომელზეც 2025 წლამდე იყო ლონდა თოლორაია არჩეული და სახელმწიფოს ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2021 წლის პირველი მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე. ნაცვლად იმისა, რომ სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლები გადანაწილდნენ სახელმწიფო სამსახურის ბაზაზე შექმნილ ორ სხვადასხვა უწყებაში, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს 2019-ში და როგორც მოხდა ეს განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის დროს, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის. ანუ მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია ყველა თანამშრომელი“, - თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა.
დღეს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის და სამსახურის გაუქმება უნდა მოხდეს.
ასევე საინტერესოა:
🔵 სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება
1740735218
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო...
1740732918
ახალი ამბები„როგორც საჯარო, ასევე კულუარულად, ომში ჩართვისა და სანქციების დაწესების დაჟინებული მოთხოვნა იყო“ - დავით მათიკაშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ფეისბუკპოსტს გამოეხმაურა, სადაც პაპუაშვილი წერს, „ვინმეს თუ აღარ ახსოვს...
1740731929
მსოფლიო„პაპს ღამე კარგად ეძინა და ახლა ისვენებს“ - როგორია რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
ვატიკანის ცნობით, რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა მედიკოსები, ოპტიმისტურ პროგნოზთან დაკავშირებით, სიფრთხილეს იჩენენ. „პაპს ღამე კარგად ეძინა, და ახლა ის ისვენებს“,...
1740731785
მსოფლიობორის სპასკი გარდაიცვალა
მოსკოვში 88 წლის ასაკში ჭადრაკში მსოფლიოს მე-10 ჩემპიონი ბორის სპასკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ბორის სპასკი 1937 წელს ლენინგრადში დაიბადა. ის...
1740729931
მსოფლიოკაია კალასი ტრამპის განცხადებას უკრაინის ნატოში არმიღებაზე რუსულ ნარატივს უწოდებს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ მოხდება, რუსული ნარატივია. „ეს ბრალდებ...