სასწავლო პროგრამით საზღვარგარეთ წასული ზოგიერთი სტუდენტის მიმართ, შესაძლოა, სამართლებრივი ღონისძიებები განხორციელდეს – დადგენილება

საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, მისი წინა პრემიერობის დროს შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრის შექმნის შესახებ დადგენილებაში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით საინტერესო ცვლილება შევიდა. როგორც ცნობილია, განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასწავლო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს, უცხო ქვეყანაში სწავლის დასრულების შემდეგ, ვალდებულება აქვთ სამშობლოში დაბრუნდნენ და მიღებული ცოდნა საქართველოს მოახმარონ.

დადგენილებას ორი ახალი მუხლი დაემატა სადაც განმარტებულია, რომ იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც საქართველოში არ დაბრუნდებიან და უცხო ქვეყანაში დარჩენას გადაწყვეტენ, სამართლებრივი პასუხისგება მოუწევთ.

“გრანტის მიმღებს, რომელსაც დარღვეული აქვს პროგრამით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადა, მიეცეს გაფრთხილება და განესაზღვროს ვადა 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, რათა დაბრუნდეს საქართველოში და შეასრულოს პროგრამით, სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამითა და გრანტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნული ვადის გასვლის შემთხვევაში ცენტრმა განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები”, – ვკითხულობთ ერთერთ დამატებულ მუხლში.

ამასთან, დადგენილებაში წერია, რომ ცენტრს დაევალა ითანამშრომლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

მთავრობის მეთაურის ახალი დადგენილებით არსებობს შესაძლებლობაც, რომ სტუდენტის მიერ ქვეყანაში დაბრუნების პირობის რაღაც დროით დარღვევა საპატიოდ მიიჩნიონ:

“გრანტის მიმღების მიერ დადგენილებით განსაზღვრული საქართველოში დაბრუნების ერთთვიანი ვადის არა უმეტეს 20 სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში, შესაბამისი პროგრამის კომისია განიხილავს გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ განცხადებას ვადაგადაცილების საპატიოდ ჩათვლის შესახებ და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიიჩნიოს ვადაგადაცილება სახელშეკრულებო ვალდებულების უმნიშვნელო დარღვევად და ჩათვალოს საპატიოდ”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც დღეს, 28 დეკემბერს გამოქვეყნდა

წყარო:edu.aris.ge

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რწმენის ძალის გამოყენება - ამ სტატიას შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

🔵ომი, პანდემია, კატასტროფები: ვანგას წინასწარმეტყველებების სია, რომლებიც გაგაოცებთ - რა გველის 2022-ში?

🔵10 წმინდა კანონი - პატივი ეცით მათ და თქვენს სახლში მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი

1740829321

ახალი ამბები

„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...

დავით ჩიხელიძე

1740826776

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...

 ტულსი გაბარდი

1740825221

ახალი ამბები

„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე