შესაძლებელია ეროვნული შეთანხმება შედგეს - სახალხო დამცველის და პრეზიდენტის შეხვედრა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, რა ფორმით ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატი პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებულ პროცესში.
მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან „შესაძლებელია ეროვნული შეთანხმება შედგეს“.
„ზუსტად არ ვართ ჩამოყალიბებული სახალხო დამცველი რა ფორმით იქნება ჩართული. როგორც ვიცით, პრეზიდენტი არის კონსულტაციების რეჟიმში და სხვადასხვა აქტორების მოსაზრებებს ისმენს. მე ჩემი ხედვები მაქვს, თუმცა საინტერესო იქნება ამ პოზიციების სხვებთან ერთად შეჯერება - როგორი მოლოდინებია, რა შედეგების მიღება გვინდა. ეს ალბათ უნდა იყოს პროცესი, რომელიც კონსენსუსზე დაფუძნებული იქნება.
ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ პროცესისგან შესაძლებელია შედგეს ეროვნული შეთანხმება იმაზე, როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ. ჩემთვის ამოსავალი იქნება არა მხოლოდ წარსულ საკითხებზე - შეცდომებსა თუ მიღწევებზე შეთანხმება, არამედ შეთანხმება იმაზე, როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და სად გვინდა, რომ ვიყოთ, რა კურსი აქვს ქვეყანას. ყველაზე მთავარი ალბათ, იქნება ისეთ საკითხებზე შეთანხმება, რაც ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს განსაზღვრავს - ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტები, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება“,- განაცხადა სახალხო დამცველმა.
რაც შეეხება იმას, ისაუბრებს თუ არა პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს საკითხი შეთანხმების საკვანძო თემა არ უნდა იყოს, თუმცა მისი განხილვაც „კარგი იქნება“.
„არ ვფიქრობ, რომ შეწყალება თუ ამნისტია ამ პროცესის მთავარი აქცენტი უნდა იყოს, მაგრამ კარგი იქნება, რომ ეს საკითხებიც განხილული იყოს. თუ შევთანხმდებით, რომ ისტორიის ის ფურცელი უნდა დავასრულოთ, სადაც ყველა ხელისუფლების დროს იყო პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, პრეზიდენტს ეს მანდატი აქვს და მისი გამოყენების შესაძლებლობას განვიხილავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ამ პროცესის მთავარი და საკვანძო საკითხი არაა“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ასევე საინტერესოა:
🔵 საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ღამის კლუბები ამჯერადაც არ გაიხსნება
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...