სოციალურად დაუცველ ქალს საშობაოდ ბინა გადასცეს
პიანდელაგოტის მცხოვრებლებმა გულთან მიიტანეს სოციალურად დაუცველი ქალის ყოფა და საშობაოდ ერთობლივი ძალებით ბინა შეუძინეს.
54 წლის ქალბატონი ანა მოდენას აპენინის ერთ-ერთ სოფელში მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა. სიძველის გამო სახლი საცხოვრებლად წლებია გამოუსადეგარია. სახლის სახურავი და კედლები ისეა დაზიანებული, რომ წყალი თავისუფლად აღწევს სახლის შიდა პერიმეტრზეც, რაც იქ ცხოვრებას რთულს ხდის.
პიანდელაგოტის მცხოვრებლებმა ანას ახალი ბინა ცენტრალურ ადგილას შეუძინეს და ყველა ინვენტარით უზრუნველყვეს. ანასთვის ახალი საცხოვრებლის სარემონტო სამუშაოებზე და ყველა დეტალზე ადგილობრივებმა ერთობლივად იზრუნეს.
,,კარგად ვიცნობთ ანას და ვიცით მისი ეკონომიკური პრობლემების შესახებ ყველაფერი. ჩვენ მთის ხალხს სხვანაირად არ შეგვიძლია, ყოველთვის ასე მხარში ვუდგავართ ერთმანეთს."- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ემილია-რომანიადან
1738324474
მსოფლიოსტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ქალაქის ოპოზიციონერი მ...
1738321972
მსოფლიოსაბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორედაც ვერ აირჩია
საბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მეორე მცდელობაზეც ვერ აირჩია. ამის შესახებ Ekathimerini იტყობინება. კონსერვატიული მთავრობის კანდიდატმა ტასულასმა 160 ხმა მიიღო. მას 40 ხმა დააკლდა, რადგან გამარჯვები...
1738320362
ახალი ამბებიმალხაზ ურთქმელიძე: მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს შიმშილობა
„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში“, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უ...
1738317324
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა თბილისის ყინულის არენა გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სპორტის მინისტრებთან ერთად, თბილისის ყინულის არენა გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრ...
1738316052
მსოფლიო„ჰამასი“ ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ სამხედრო მეთაურის გარდაცვალებას ადასტურებს
ალ-კასამის ბრიგადებმა, ჰამასის სამხედრო ფრთამ, დაადასტურა მათი მეთაურის მუჰამედ დეიფის და მისი მოადგილის მარვან ისას გარდაცვალება. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასული წლის აგვისტოში ისრაელის სამხე...