100-200 ათას პაციენტს ველოდებით, არ არის გამორიცხული, ვაქცინის მეოთხე დოზა გახდეს საჭირო - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, პაატა იმნაძე, პროგნოზირებს, რომ ,,ომიკრონის" გავრცელება საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
იმნაძეს ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს ინგლისისა და ნორვეგიის მაგალითი აძლევს.
პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ,,ომიკრონთან" საბრძოლველად ვაქცინის მესამე და მეოთხე დოზა საჭირო გახდება.
„ამ ეტაპზე, რაც ,,ომიკრონზე" ვიცით, არის ჯერჯერობით ის, რომ სწრაფად ვრცელდება.
ომიკრონი გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უფრო ადვილად გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი, ,,დელტა" ვარიანტი. შესაძლოა, უამრავი ადამიანი ერთად გახდეს ავად, იგივე ბრიტანეთის და ნორვეგიის მაგალითი ავიღოთ, სადაც ,,ომიკრონი" სწრაფად გავრცელდა.
არის მეორე, რაც ახასიათებს ვირუსს - სიმძიმით არ გამოირჩევა, მაგრამ რა იქნება მისი გრძელვადიანი შედეგები, ჯერ არავინ იცის.
ჩვენთან პიკის დროს სამედიცინო სექტორმა 60 ათასიან გადატვირთვას გაუძლო მხოლოდ, ომიკრონის შემთხვევაში 100-200 ათას პაციენტს ველოდებით.
ჩვენთან აცრილების რაოდენობა პროცენტულად გაცილებით მცირეა, ვიდრე ინგლისში, ან ნორვეგიაში, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
დღეს არსებული ვაქცინის 2 დოზა არ არის საკმარისი, რომ დაგვიცვას ,,ომიკრონისგან", ამიტომ საჭიროა მესამე და არ არის გამორიცხული, მეოთხე დოზა გახდეს საჭირო", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1740989912
საზოგადოებათავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული...
1740988176
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...