პატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათვის,“ - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიტევების კვირასთან დაკავშირებით განაცხადა.
პატრიარქის თქმით, მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რათა ჩვენც შეგვიწყალოს უფალმა და მოგვიტეოს შეცოდებანი ჩვენნი.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილებს, - მკვიდრთა საქართველოისათა და საზღვარგარეთ მცხოვრებთმოწყალებითა ღმრთისაითა კვლავ დადგა დიდმარხვის წინადღე, დღე შენდობისა და ურთიერთ ცოდვათა მიტევებისა.
ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათვის, აღასრულა მრავალი სასწაული (რომლებიც სრულად რომ აღეწერათ, ქვეყანაც ვერ დაიტევდაო დაწერილ წიგნებს,- ბრძანებს მოციქული), განკურნა ბრმანი, მკელობელნი, დავრდომილნი, კეთროვანნი, აღადგინა მკვდარნი…
იმედი, ნუგეში, სიხარული მოჰფინა მრავალთ, მაგრამ სწორედ იგი მიიჩნიეს ბოროტის მსახურად და უმაღლესი და, ამავე დროს, დამამცირებელი სასჯელი, - ჯვარზე გაკვრა და სიკვდილი მიუსაჯეს.და ამ დროსაც კი მაცხოვარი მამა ღმერთს ავედრებდა იმ ხალხს, რომელმაც გაწირა და არ დაიცვა იგი და სთხოვდა, ეპატიებინა მათთვის ეს ბოროტება და არ მოეხსენებინა უსჯულოებანი მათნი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავსი სულიერება არა გვაქვს, მაგრამ, ძალისამებრ, ჩვენისა ასეთი ნაბიჯების გადადგმა ჩვენც გვმართებს თუ გვსურს, ქრისტიანებად ვიწოდებოდეთ, თუ გვსურს, მოჩვენებითად კი არ გვერქვას მორწმუნენი, არამედ რეალურად. ღვთის გულისათვის, მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რათა ჩვენც შეგვიწყალოს უფალმა და მოგვიტეოს შეცოდებანი ჩვენნი.
მეც, მდაბალი ილია II, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, მუხლმოდრეკით გთხოვთ შენდობას ყველას, ვისაც გაწყენინეთ ნებსით თუ უნებლიედ, ვისი თხოვნაც ვერ გავითვალისწინე, ვისი ტკივილიც ვერ გავითავისე… შემინდეთ და მაპატიეთ ყოველი.
შევთხოვ უფალს, მეოხებითა ყოველთა წმიდათა მისთათა, შემინდოს შეცოდებანი ჩემნი და მომმადლოს ძალა ღვთისა და თქვენი ერთგულებისა.ასევე ვთხოვ ყოვლადმოწყალე იესო ქრისტეს, მეოხებითა ყოვლადწმინდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისათა, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი; აღმოფხვრას ჩვენგან განკითხვის სული, შური, მტრობა და ღვარძლი, ყოველი ბოროტი საქმე... და მოგვმადლოს გული გონიერი, გული წმინდა და სული წრფელი, რათა უფალმან ღირს გვყოს, დაემკვიდროს ჩვენთანა და ჭეშმარიტების გზით წარმართოს ცხოვრება ჩვენი.ყოვლადწმინდა სამებამ მოგვანიჭოს მშვიდობა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა, ამინ!“, - აცხადებს პატრიარქი.
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...
1740978318
ახალი ამბებიგურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...