"აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია" - თამაზ თამაზაშვილი გიორგი სანაიას მკვლელობაში შემხებლობას უარყოფს

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი მის მიმართ კონსტანტინე ციხისთავის მიერ გავრცელებულ ბრალდებას გიორგი სანაიას მკვლელობის დაკვეთის შესახებ უარყოფს და ამბობს, რომ მზადაა გამოძიების კითხვებს უპასუხოს.
თამაზაშვილი ფორმულასთან საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ საქმის გარშემო დეტალები უკვე ცნობილია და დამნაშავეს, გრიგოლ ხურციძესაც მკვლელობის ჩადენა აღიარებული აქვს.
“აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია.
ის ვინც ლაპარაკობს [კონსტანტინე ციხისთავი], მე როგორც მახსოვს ცისკარიშვილის გატაცების ფაქტზე ავიყვანეთ.
დაიწყოს გამოძიება, ის კაცი ვინც იჯდა „გრეცკო”, ყველაფერი აღიარა და ციხე მოიხადა.
დაკითხონ ისიც, ყველა დაკითხონ.
იმ პერიოდში განცდა არსებობდა, ელენე თევდორაძე ამბობდა, თითქოს რაღაცა კასეტა იყო.
სად იყო ის კასეტა ან რა შუაში იყო ეს საწყალი გიორგი სანაია ვერ გავიგე, ერთი ჩვეულებრივი ჟურნალისტი იყო, კარგი ადამიანი“, – განაცხადა თამაზ თამაზაშვილმა.
გუშინ "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში რესპონდენტმა კონსტანტინე ციხისთავმა გიორგი სანაიას მკვლელობის დამკვეთებად პრემიერმინისტრის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ბაკურაძე, ხოლო მკვლელობის შემსრულებლად კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი დაასახელა.
გავრცელებული განცხადებების შესახებ გამოძიების დაწყებას ითხოვს გიორგი სანაიას ოჯახი.
ვახო სანაია ამბობს, რომ ციხისთავის დასახელებული ყველა პირი პროკურატურამ გამოკითხვაზე უნდა დაიბაროს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
ჟურნალისტი და გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანი, 26 წლის გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს.
სხვა სიახლეები:
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...
1741607051
ახალი ამბები„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე
გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა. წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...
1741606380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს
„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...