ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის ემზადება

"მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის ემზადება", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მანამდე, ყოფილი პრეზიდენტი უარს ამბობს პროტესტის იმ ფორმაზე, რომლის მიხედვითაც, ის მკურნალობაზე უარს ამბობდა.

"მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენს თხოვნას - ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე, როგორც მინიმუმ, და ვნახავთ, რა იქნება ორშაბათს, შემდეგ კი, მას პროტესტის უფლებას ვერავინ ვერ წაართმევს", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ექიმებს - ისინი ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებს, ადვოკატებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებენ, ხშირი ვიზიტებისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

"ყველას ვთხოვე, მის იურისტებსაც, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, რომ ორი კვირა ეცლიათ ჩემთვის.

თუ თქვენ ამ ადამიანსა და მის სიცოცხლეზე მართლა ზრუნავთ, ცოტა შეეცადეთ და ექიმებს ორი კვირა მოგვეცით, რომ ბოლომდე გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან. თვითონ პაციენტთანაც ვიყავით მოლაპარაკებული.

პაციენტი ნამდვილად არაჩვეულებრივად მოგვყვება ექიმებს.

ჩვენ ვთხოვეთ, რომ დღეში 3 ვიზიტორზე მეტი არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის.

უბრალოდ, როცა ძალიან ბევრი ვიზიტორია და რომელიმე ვიზიტორი ძალიან დიდხანს რჩება, ადამიანი, რომელიც შიმშილიდან გამოდის და ახლა იწყებს ადეკვატურ და ნორმალურ კვებას, იღლება. ამაში რამე გასაკვირია?!", - განაცხადა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ.

ამავე თემაზე:

🔲"ეს არ არის პატიმრის უფლება, ეს არის დეპუტატის უფლება" - მიხეილ სარჯველაძე მესამე პრეზიდენტის ულტიმატუმზე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1735143258

ახალი ამბები

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება.  „25 დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატ...

დაბინძურებული ჰაერი

1735137634

ახალი ამბები

ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა

72 წლის ასაკში ექიმი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა.  გავრცელებული ინფორმაციით, ის ამერიკაში იმყოფებოდა.  გარდაცვლილი 1952 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის...

ექიმი

1735136796

ახალი ამბები

გიორგი აბდალაძეს დედა გარდაეცვალა

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას დედა გარდაეცვალა, რომელსაც 27 დეკემბერს დაკრძალავენ.  „გარდამეცვალა დედა! აბდალაძე ე...

გიორგი აბდალაძე

1735134927

ახალი ამბები

ანსამბლი „ერისიონი“ - ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო - ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად

„ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!,“ - წერს ანსამბლი „ერისიონი“ სოციალურ ქსელში. როგორც „ერისიონის“ განცხადებაშია ნათქვამი, ხალხის დაბულინ...

ანსამბლი „ერისიონი“

1735131961

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8130 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8119 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ზოგადი