ადვოკატი: სააკაშვილი მზად არის შეხვდეს ამჟამად მოქმედ კონსილიუმს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განაცხადებით, სააკაშვილი მზად არის შეხვდეს ამჟამად მოქმედ კონსილიუმს, თუმცა კვლავ ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას.

მისივე თქმით, ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა ექიმების ვიზიტს, გახლავთ დეზინფორმაცია.

მიხეილ სააკაშვილი ცხადია, ითხოვს პარიტეტული კონსილიუმის დაუყოვნებლივ ფორმირებას და რაც შეიძლება სწრაფად შესვლას ციხეში. მიუხედავად ამისა, ის არც ერთი წუთით არ ეწინააღმდეგება ამჟამად არსებული კონსილიუმის ვიზიტს, მზად არის, შეხვდეს როგორც მთლიანი კონსილიუმის შემადგენლობას, ისე მათ ინდივიდუალურად.

ასევე ვფიქრობთ და მოვითხოვთ, ვიდრე პარიტეტული კონსილიუმი შეიქმნება, მიხეილ სააკაშვილთან განხორციელდეს ამჟამად მოქმედი კონსილიუმის ვიზიტი, ყველანაირი შეფერხებისა და ხელოვნური ბარიერების გარეშე ისე, რომ ექიმებს, ადამიანებს, რომელთაც ევალებათ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ჰქონდეთ საშუალება, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისა და საჭიროებისამებრ შეძლონ სააკაშვილთან ვიზიტი.

ჩვენ უკვე კონსიულიუმს ველოდებით, ნებისმიერ დროს შეიძლება კონსილიუმის წევრები აქ მოვიდნენ და შეხვდნენ პრეზიდენტს", განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობს. იგი ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.

ამავე თემაზე:

🔲 "გადავწყვიტე ხვალ წამოვიდე საქართველოში, ვიწყებ შიმშილობას, ხელოვანებო შემომიერთდით" - პაატა ბურჭულაძე

🔲 "მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზაციისგან" - გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

🔲 "ერთი ასანთის გაკვრა და მოგებული აქედან ვეღარავინ გამოვა" - ნათია ფანჯიკიძე
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი

1741003361

საზოგადოება

ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა

კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...

ეროსი მანჯგალაძე

1741001817

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბი...

ლევან მაჭავარიანი